ნინო უგრეხელიძე
ნინო უგრეხელიძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ – დოქტორანტი.
ნინო უგრეხელიძე 10 წელზე მეტია, დასაქმებულია განათლების სფეროში, მათ შორის მუშაობდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე. ამჟამად არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის მოქმედი ექსპერტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სადოქტორო კვლევის ფარგლებში ნინო უგრეხელიძე მუშაობს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში“.
BTU-ს „ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ნინო უგრეხელიძის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია: ციფრულ მმართველობასა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროების კვლევის ანგარიშის შექმნაში მონაწილეობა, საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმში მონაწილეობა პანელის მომხსენებლის რანგში.