ნინო ჭედია
ასოცირებული პროფესორი ნინო ჭედია არის ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford, Said Business School) მაგისტრი სტრატეგიული მართვის, ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის მიმართულებით. ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით, არის ბაკალავრი მარკეტინგში, ასევე ინფორმაციული სისტემებისა და ეკონომიკის მიმართულებით. სწავლობდა მართვას ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესის სკოლაში – IEDC-ბლედის მართვის სკოლაში, სლოვენიაში. არის ამავე სკოლის ალუმნის კლუბის პრეზიდენტი საქართველოში. ნინო ჭედია არის ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს ალუმნის კლუბის წევრი და ოქსფორდისა და საქართველოს ასოციაციის წევრი.
ნინო ჭედია 10 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ბიზნეს სკოლაში საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხელმძღვანელობს არაერთ საავტორო, სასწავლო პროგრამას საქართველოში და, ამავდროულად, არის Global Youth Development ცენტრის, leadership Hub-ის დამფუძნებელი.
ნინო ჭედია არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. საფინანსო სექტორში (საბანკო, სადაზღვევო, ფინტექი) მოწინავე პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით, დღესდღეობით უმსხვილესი საერთაშორისო ფინტექ კომპანიის „United Payment”-ის ჯგუფში შემავალი კომპანიის, “United Payment Georgia”-ს გენერალური დირექტორი.
ნინო ჭედიას კვლევები დაკავშირებულია ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებასთან, კერძოდ, ნაღდი ფულის გაციფრულება საქართველოში ინოვაციური ფინტექ გადახდების გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს არსებული პრობლემები, გამოწვევები და ის ეფექტი, რომელსაც მიდგომა მოუტანს საცალო ბიზნესს საქართველოში.