სოფიო ლითანიშვილი
სოფიო ლითანიშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სტუდენტი. მისი სადოქტორო ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პერსპექტივებისა და გამოწვევების შეფასება, საჭიროებების ანალიზი.
სოფიო ლითანიშვილი ასევე არის ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრი და ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სახელმწიფო მართვაში. მისი სამაგისტრო ნაშრომის სახელწოდებაა „ელექტრონული მმართველობა, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ორმხრივი ეფექტიანი კომუნიკაციის რესურსი“. სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფას ელექტრონულ მმართველობაში, რაც საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი სახელმწიფოსთვის, გადამწყვეტია მთავრობის მიმართ ნდობის ამაღლების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, ეფექტიანი მმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნაშრომში გაიცა ცალკეული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლო ქმედებები უნდა განახორციელოს საქართველომ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით.