ციფრული პროდუქტების ტესტირება - ლადო ბერძენიშვილი
ლადო ბერძენიშვილი 3 წელია არის თიბისის გუნდის წევრი მანუალ ტესტირების მიმართულებით. ბოლო 2 წელია იკავებს ჩეფთერ ლიდის პოზიციას. გარდა ტესტირებისა, თიბისი აკადემიაში კითხულობს ლექციებს მანუალ ტესტირების კურსზე
BACK-END Development I - ნიკა სანაია
ციფრული მარკეტინგი - თორნიკე ტურიაშვილი
2012 წლიდან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. არის ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო Kraken-ის დამფუძნებელი, ასევე თანადამფუძნებელი ინოვაციური Booth მოწყობილობის Giffer-ისა და ქართული დელივერი სტარტაპის Elvis-ის.
2020 წლიდან აქტიურად ატარებს ტრენინგებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო და ზოგადი ცოდნა სოციალური მედიამარკეტინგის მიმართულებით, შეასწავლოს სხვადასხვა სოციალური მედიაარხის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, რეკლამების დაგეგმვა, ეფექტური გამოყენება, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვა.
UI/UX დიზაინი - გიორგი რურუა
გიორგი რურუა 7-წელზე მეტია აღნიშნულ სფეროში არის დასაქმებული. მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორიც არის ლივინგსტონი, აჭარაბეთი, თიბისი და ა.შ.
ამჟამად არის კომპანია Upgaming-ის Senior Digital Product Designer.
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სამომხმარებლო ინტერფეისების (UI) და გამოცდილებითი დიზაინის (UX) საწყისებს, პროექტის ეტაპების სწორად დაგეგმვასა და წარმართვას.
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან Figma-ს პროგრამას.
Front-end Development II -ვაჟა აბდუშელიშვილი
ვაჟა აბდუშელიშვილი არის თიბისი ბანკის ფრონტ-ენდ დეველოპერი, ასევე TBC IT აკადემიის მენტორი.
გრაფიკული დიზაინი - გოგა თანდაშვილი
მხატვარი, დიზაინერი
გრაფიკულ დიზაინში აქვს 27-წლიანი გამოცდილება.
კომპანია “artavenue”- ს გენერალური დირექტორი.
სასწავლო პროგრამის მიზანია შექმნას არა მხოლოდ პროგრამების მცოდნე ტექნიკოსი, არამედ შეუქმნას მონაწილეს საფუძველი განვითარდეს, როგორც დიზაინერ კრეატორი, ჩამოუყალიბოს სწორი ხედვა და მისცეს ბიძგი თვითგანვითარებისკენ.
ციფრული მარკეტინგი - გიორგი კენჭუაშვილი
გიორგი კენჭუაშვილი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით 2010 წლიდან მუშაობს და დღემდე საქმიანობს მის მიერ დაფუძნებულ ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო Maverik-ში. ასევე, 2014 წლიდან ჩართულია საგანმანათლებლო მიმართულებით და მუშაობდა/მუშაობს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, GIPA და ალტერბრიჯი. აგრეთვე, აქვს მუშაობის გამოცდილება არაფორმალური/ტრენინგ ცენტრის განათლების მიმართულებით.
კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო და ზოგადი ცოდნა სოციალური მედიამარკეტინგის მიმართულებით, შეასწავლოს სხვადასხვა სოციალური მედიაარხის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, რეკლამების დაგეგმვა, ეფექტური გამოყენება, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვა.
სწავლების შედეგები
- ცოდნის გააზრების, ცოდნით ოპერირებისა და გამოყენების უნარი
- კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარები
- ინფორმაციის მოძიება, შერჩევა, დამუშავება
- სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება, დროის მართვა
- ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
Front-end დეველოპმენტი - ქრისტინა მაკალათია
ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (unilab) front-end development-ის სტაჟირების ხელმძღვანელი 2021 წლიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან, ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში front-end development-ის კურსის ლექტორი 2020 წლიდან, ჯეოლაბის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში front-end development-ის კურსის ლექტორი 2018 წლიდან.
აქვს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მუშაობის გამოცდილება ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებთან თანამშრომლობით.
კურსის მოკლე აღწერა:
front end development – შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: 1. html – გვერდის ჩონჩხი, სტრუქტურა; 2. css – გვერდის სტილები; 3. javascript – გვერდის ფუნქციონალი.
front end development არის კლიენტის მხარე, როდესაც ვხსნით ნებისმიერ გვერდს და რასაც ვხედავთ ვიზუალურად: სურათები, სათაურები, ლოგო, გვერდის სანავიგაციო სტრუქტურა, სოციალური აიქონები თუ ღილაკები.
კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და მისი მიმდინარეობისას მსმენელები შექმნიან მარტივ ვებგვერდებს. თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები შეასრულებენ საშინაო დავალებას გავლილი მასალის მიხედვით.
სწავლების შედეგები:
- html, css და javascript– ის საფუძვლები
- ყველა რეზოლუციაზე მორგებული ვებგვერდების შექმნა
- პორტფოლიოს შექმნა და დეველოპერის კარიერის დაწყება
გრაფიკული დიზაინი - ნინი თევდორაშვილი
პროფესიული სვლა ინფორმატიკის (დეველოპმენტის განხრით) ბაკალავრიატის ხარისხით დაიწყო, ამის შემდგომ კი გრაფიკულ დიზაინს მიჰყო ხელი.
აქვს დიზაინის სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, ამ დროის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საჯარო და კერძო სექტორში – საგანმანათლებო სასწავლებლებსა და ასევე საერთაშორისო სარეკლამო კომპანიაში, მათ შორის:
Ministry of education and Science of Georgia
Senior UI / UX Designer (Head of Graphic and UI Designers)
Miami Ad School Tbilisi
Lecturer of Graphic Design
DDB Georgia (adv company)
Graphic Designer
IT Academy Step Georgia
Lecturer of Graphic Design
Georgian Institute of Public Affairs (GIPA)
Lecturer of UI / UX Design
GeoLab(mobile and web applications laboratory)
Lecturer of Graphic Design and UI / UX Design / Intern Art Director
Academy of Digital Industries
Lecturer of Graphic Design
UniLab(Cyber Lab of Ilia State University ISU)
Lecturer of Graphic Design and UI / UX Design / Intern Art Director
8vision (Creative agency)
Co-founder/owner
BTU (Business and Technology University)
Lecturer of Graphic Design and UI / UX Design
UI / UX დიზაინი
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სამომხმარებლო ინტერფეისების (UI) და გამოცდილებითი დიზაინის (UX) საწყისებს, პროექტის ეტაპების სწორად გაგეგმვასა და წარმართვას. კურსის გამავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან Adobe XD-სა და დამხმარე პროგრამებს Adobe photoshop / Adobe illustrator-ს.
კომპეტენციები
სამომხმარებლო ინტერფეისების საწყისები
გამოცდილებითი დიზაინის საწყისები
პროექტის ეტაპების სწორად დაგეგმვა და წარმართვა
- Wireframing UI & UX Design
- Adobe XD
- Adobe photoshop
- Adobe illustrator
- Figma კვლევითი უნარები
- პროტოტიპირება
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- დიზაინის ძირითადი პრინციპები
გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებაა. კომპლექსური იდეა შეიძლება გამოსახულებით ტექსტით, ფერით წარმოაჩინო, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკულ დიზაინს.
კურსი პრაქტიკული და თეორიული ხასიათისაა. კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან Adobe photoshop-ს, Adobe illustrator-ს. განვლილი მასალის შემდგომ სტუდენტები შექმნიან პოლიგრაფულ და ციფრულ პროდუქტს.
კომპეტენციები
- Adobe photoshop
- Adobe illustrator
- პოლიგრაფიული და ციფრული პროდუქტის შექმნა
ციფრული პროდუქტების ტესტირება - გიორგი მელიქიძე
გიორგი მელიქიძე – დამთავრდებული აქვს ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა. აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში 9 წელზე მეტი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში, მათ შორის: QA, Automation QA.
კურსის აღწერა
კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეისწავლონ ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი და სწორად ჩაატარონ ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.
სწავლების შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ:
- როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი
- რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ როგორც ვებ- საიტების ტესტირების დროს,
ასევე მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში.
- ტესტირების პროცესის სწორად წარმართვა
- ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრება და შედგენა ტესტირების ტექნიკების გამოყენებით
- ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნა
backend - მაქსიმ იავიჩი
მაქსიმ იავიჩი ფლობს PH.D. მათემატიკაში და არის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი. მაქსიმი არის სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი. მაქსიმი არის აფილირებული პროფესორი და კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში. ის არის Python დეველოპერი და SCSA-ს Python დეველოპერების გუნდის ლიდერი. კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრენინგებს Python-ს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არის მომხსენებელი მსოფლიოში წამყვან კონფერენციებზე კომპიუტერული მეცნიერების დარგში და ასევე, მრავალი ღონისძიების ორგანიზატორი კომპიუტერული მეცნიერების სფეროში. მას აქვს მრავალი სამეცნიერო ჯილდო პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. მაქსიმი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ნაშრომების თემებია კიბერუსაფრთხოება, კრიპტოგრაფია, პოსტკვანტური კრიპტოგრაფია, კვანტური კრიპტოგრაფია, 5G უსაფრთხოება, მათემატიკური მოდელები და სიმულაციები.
Back-end development კურსი ორი ნაწილისგან შედგება: Python პროგრამირება და Django პროგრამირება.
ნაწილი 1. Python პროგრამირება
სასწავლო კურსი არის პროგრამირების სფეროში თანამედროვე სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული გამოყენების ათვისების შესაძლებლობა. კურსი ბენეფიციარებს შეასწავლის თანამედროვე და დინამიურ პროგრამირების ენას „Python“, რომელიც მოიცავს ობიექტზე ორიენტირებულ, პროცედურულ, ფუნქციურ და იმპერატიულ პროგრამირებას. კურსის განმავლობაში მსმენელი ისწავლის რეალური ანალიტიკური ამოცანების გადაჭრას Python პროგრამირების ენის გამოყენებით. კურსი მოიცავს: ალგორითმებს პითონის გამოყენებით, ტესტირებას და დებუგინგს პითონის გამოყენებით, პითონში კლასებთან მუშაობას, ალგორითმულ სირთულეებს და მონაცემთა სტრუქტურებს.
ნაწილი 2. Django პროგრამირება
კურსი შეასწავლის მსმენელს Django ფრეიმვორკთან მუშაობის პრინციპებს და მის ძირითადი სტრუქტურებს, რომლებიც განიხილება რეალურ მაგალითებზე. ასევე შეასწავლის Django-ში მონაცემთა ბაზებთან მუშაობას. შეასწავლის Django-ს ჩარჩოში მონაცემთა მოდელების შექმნას და მათთან Django-ს მოდელის მოთხოვნის და Django Template Language (DTL) შაბლონის ტეგების გამოყენებას.
სტუდენტები შეისწავლიან, როგორ განსაზღვრონ კლასები; ობიექტებს, HTML-ში ფორმების აგების მეთოდებს, ასევე Django კონსოლის და სკრიპტების გამოყენებას აპლიკაციის ობიექტებთან ურთიერთობისთვის. კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს Django-ს გამოყენებით სხვადასხვა ტიპის და სირთულის ვებ აპლიკაციების და საიტების შექმნა.
JavaScript, React - დავით ბოჭორიშვილი
მოკლე ბიო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის მაგისტრანტი. Front-end დეველოპმენტის სწავლა დაიწყო 5 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა სირთულის ვებ-აპლიკაციებთან. 2019 წელს დაიწყო მუშაობა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციაში (SCSA), Front-end დეველოპერის პოზიციაზე. 2019 წლიდან დღემდე ამავე კომპანიაში კითხულობს Front-end-ისა და JavaScript-ის კურსებს. 2020 წლიდან მუშაობს კომპანია FACEX-ში Front-end დეველოპერად. 2021 წლიდან დაიწყო მუშაობა კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრში.
JavaScript & React.js
დღეისთვის JavaScript არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მოქნილი დაპროგრამების ენა, რომელიც გამოიყენება მრავალ სფეროში. JavaScript-ის მეშვეობით შესაძლებელია ინტერაქტიული ვებგვერდების შექმნა, სერვერთან მოთხოვნების გაგზავნის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ დაპროგრამების ენის მეშვეობით შეიძლება შეიქმნას დინამიკური ვებ-სისტემები.
კურსი მოიცავს 20 სალექციო შეხვედრას. ამ დროის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან JavaScript-ის ძირითად კონსტრუქციებს, ციკლებს, მასივებს, ფუნქციებს, ლოგიკურ ოპერაციებსა და დოკუმენტების ობიექტების მოდელებს. ამასთან ერთად, სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან JavaScript – ის ერთ-ერთი გავრცელებული ბიბლიოთეკის React-ს.
React.js JavaScript ბიბლიოთეკაა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ინტერფეისების შესაქმნელად. იგი გამოიყენება ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის. React საშუალებას აძლევს დეველოპერებს, შექმნან დიდი ვებ აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების შეცვლა, გვერდის გადატვირთვის გარეშე. React-ის მთავარი მიზანია, იყოს სწრაფი, მასშტაბური და მარტივი.
კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი-პრაქტიკული მაგალითების განხილვა, რაც ხელს შეუწყობს გაიღრმაონ ცოდნა.
კურსის წინაპირობაა, რომ მსმენელები ფლობდნენ HTML CSS-ს.
UI/UX დიზაინი - ბექა კერესელიძე
დაახლოებით 12 წელია, მუშაობს ui/ux დიზაინის შექმნაზე. თანამშრომლობს რამდენიმე დიდ კომპანიასთან. ამ ეტაპზე სრული გრაფიკით მუშაობს Myhome.ge-ში, პროდუქტის დიზაინერის პოზიციაზე. იყო adjarasport.com-ის არტ დირექტორი 3 წელი. ასევე, 3 წელია, ატარებს ლექციებს ჯეოლაბსა და smart academy-ში. 2019 წლიდან დღემდე არის Awwwards-ის ჟიურის წევრი.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან არსებულ დიზაინ სისტემებს, მსგავსად ააწყობენ style guide-ს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარ პროექტებზე ჩაატარონ მოკლე ინტერვიუები და კვლევები. ასევე, შექმნიან მოკლე ინტერაქციებს საბოლოო პროექტისთვის.
ინგლისური - ქეთევან კალანდაძე
ასოცირებული პროფესორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ სერტიფიცირებული (CELTA) ინგლისური ენის მასწავლებელი და ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული ტრენერი. 2017 წლიდან მუშაობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად.
ასევე არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან, იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის აკადემიური მენეჯერი. აქვს განათლების სფეროში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება. ავტორია მრავალი ტრენინგ-მოდულისა და აქტიურად არის ჩართული საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელთათვის ტრენინგების, ვორკშოფებისა და სემინარების მომზადება-ჩატარებაში. თანამშრომლობდა ისეთ
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიც არის: ბრიტანეთის საბჭო, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, მშვიდობის კორპუსი, ღია საზოგადოების ფონდი და ევროკავშირი.
ინგლისური I დონე (A1-A2)
‘’English for information technology 1“ არის პროფესიული მიზნებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსი მათ¬თ¬ვის, ვისაც სურს დაეუფლოს და აიმაღლოს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისათვის აუცილებელი ენობრივი კომპ¬ეტენცია, რაც მათ მისცემს პროფესიულ სიტუაციებში უფრო ეფექტურად კომუნიკაციის საშუალებას. ტექნიკური ინგლისური ენის კურსის მასალის შესწავლა მსმენელს საშუალებას მისცემს, საუბრისა თუ წერის დროს გამოიყენოს საქმიან სიტუაციებში აუცილებელი და მრავალფეროვანი ტერმინოლოგია და ლექსიკა.
კომპეტენციები
სასწავლო კურსი შეესაბამება ენების საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) A1-A2 დონეებს და მოიცავს ტექნიკური ინგლისურისთვის დამახასიათებელ ძირითად ლინგვისტურ ნიშნებს:
- ტექნიკური ინგლისურისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია.
- ტექნოლოგიების კონტექსტისთვის დამახასიათებელი დისკურსი, რადგანაც მოცემული სფერო ლექსიკას მთლიანობაში თავისებური კოდიფიცირებული სტრუქტურებით გვაწოდებს.
მსმენელებს შეთავაზებულ მასალაზე მუშაობისას განუვითარდებათ:
- ენის ოთხივე (კითხვა, წერა, საუბარი, მოსმენა) უნარი ტექნოლოგიების კონტექსტში შესაბამის დონეზე.
- დარგობრივი ტექსტების ინგლისურ ენაზე წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
- მოსმენისა და ანალიზის სტრატეგიები და მეთოდები.
- აზრების ლოგიკურად გადაბმისა და მსჯელობის უნარი.
- ინგლისურ ენაზე არსებული დარგობრივი მასალის დამუშავების, სინთეზისა და კრიტიკული ანალიზის უნარები.
ინგლისური მე-2 დონე (B1-B2)
‘’English for information technology 2 “ არის პროფესიული მიზნებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსი მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს და აიმაღლოს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისათვის აუცილებელი ენობრივი კომპეტენცია, რაც მათ მისცემს პროფესიულ სიტუაციებში უფრო ეფექტურად კომუნიკაციის საშუალებას. ტექნიკური ინგლისური ენის კურსის მასალის შესწავლა მსმენელს საშუალებას მისცემს, საუბრისა თუ წერის დროს გამოიყენოს საქმიან სიტუაციებში აუცილებელი და მრავალფეროვანი ტერმინლოგია და ლექსიკა.
კომპეტენციები
სასწავლო კურსი შეესაბამება ენების საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) B1-B2 დონეებს და მოიცავს ტექნიკური ინგლისურისთვის დამახასიათებელ ძირითად ლინგვისტურ ნიშნებს:
- ტექნიკური ინგლისურისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია.
- ტექნოლოგიების კონტექსტისთვის დამახასიათებელი დისკურსი, რადგანაც მოცემული სფერო ლექსიკას მთლიანობაში თავისებური კოდიფიცირებული სტრუქტურებით გვაწოდებს.
მსმენელებს შეთავაზებულ მასალაზე მუშაობისას განუვითარდებათ:
- ენის ოთხივე (კითხვა, წერა, საუბარი, მოსმენა) უნარი ტექნოლოგიების კონტექსტში შესაბამის დონეზე.
- დარგობრივი ტექსტების ინგლისურ ენაზე წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
- მოსმენისა და ანალიზის სტრატეგიები და მეთოდები.
- აზრების ლოგიკურად გადაბმისა და მსჯელობის უნარი.
- ინგლისურ ენაზე არსებული დარგობრივი მასალის დამუშავების, სინთეზისა და კრიტიკული ანალიზის უნარები.