Erasmus+ CBHE DIGITECH
საწარმოო პროცესების ციფრული ტრანსფორმაციისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანია ტექნოლოგიური პროცესების ხელშეწყობისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში BTU-ში იქმნება Digital Twins-ის ლაბორატორია და ინერგება ახალი კურსები ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლებისა (Machine Learning) და დიდი მონაცემების (Big Data) მიმართულებით.
ქალთა მეწარმეობის გაძლიერება სოფლის მეურნეობაში
Erasmus+ AgriVET
ქალთა მეწარმეობის გაძლიერება სოფლის მეურნეობაში
პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას პროფესიული განათლების განვითარებით და უზრუნველყოფს ტრენინგებს, მენტორობასა და კარიერულ მხარდაჭერას, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის. ინიციატივა ხელს უწყობს აგრობიზნესში ინოვაციური, მწვანე და ციფრული უნარების განვითარებას.
პროფესიული განათლების სისტემების გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში.
Erasmus+ VET Caucasus
პროფესიული განათლების სისტემების გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ციფრული სასწავლო ჰაბი და გადამზადდნენ პედაგოგები, რითაც ხელი შეეწყო სწავლების თანამედროვე მოდელების დანერგვას.
აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამა
Erasmus+ VITAL
აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამა
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება ციფრული და AI-ინტეგრირებული პედაგოგიკის მეშვეობით. პროექტი მოიცავს ტრენინგებს, მენტორობასა და საერთაშორისო ვირტუალურ თანამშრომლობას.
კვლევითი განათლების პროგრამა
Erasmus+ ARIVE
კვლევითი განათლების პროგრამა
კვლევითი განათლების განვითარება ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით. პროექტი მოიცავს ვირტუალურ კვლევით სემესტრს, მენტორობასა და საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას.
მწვანე ეკონომიკის პროგრამა
Erasmus Mundus Design Measures – ROMST
მწვანე ეკონომიკის პროგრამა
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის განვითარება მდგრადი მართვის მიმართულებით. პროექტი ფოკუსირებულია პასუხისმგებლიან მენეჯმენტზე, მწვანე ეკონომიკასა და გლობალური ლიდერების მომზადებაზე.
AI წიგნიერების პროგრამა
AI4Globe
AI წიგნიერების პროგრამა
გლობალური ინიციატივა მიზნად ისახავს ხელოვნურ ინტელექტზე ცოდნისა და უნარების ხელმისაწვდომობის გაზრდას ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, აკადემიური წრეებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
iMERGE - AI საგანმანათლებლო პროგრამა
iMERGE
AI საგანმანათლებლო პროგრამა
მეტავერსისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო. პროექტის ფარგლებში შემუშავდა კომპიუტერული მეცნიერებისა და AI-ის საბაკალავრო პროგრამა.
NCURA South Caucasus and Ukraine Initiative
NCURA South Caucasus and Ukraine Initiative
კვლევის მართვის პლატფორმა
კვლევის მართვის განვითარების რეგიონული პლატფორმა აერთიანებს პარტნიორებს ცოდნის გაზიარების, ტრენინგებისა და თანამშრომლობისთვის და აძლიერებს კვლევის ადმინისტრატორის პროფესიულ როლს რეგიონში.
Design Thinking as a Method of Soft and Digital Skills Development in Higher Education to Increase Employability
Design Thinking as a Method of Soft and Digital Skills Development in Higher Education to Increase Employability
დიზაინ აზროვნების განათლება
დიზაინ აზროვნების ინტეგრაცია უმაღლეს განათლებაში ხელს უწყობს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას და სტუდენტების დასაქმებას.
Erasmus+ CBHE 3E-Partnership
Erasmus+ CBHE 3E-Partnership
მწვანე განათლების პროექტი
ენერგოეფექტურობისა და მწვანე განათლების განვითარების პროექტი საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი კურსები და განახლდა განახლებადი ენერგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა.
Horizon Europe INPACE
Horizon Europe INPACE
ციფრული თანამშრომლობის ჰაბი
ციფრული თანამშრომლობის ჰაბის შექმნა ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის აძლიერებს საერთაშორისო ქსელებს და ხელს უწყობს ინოვაციური ციფრული ეკოსისტემების განვითარებას.
Education4Entrepreneurship
Education4Entrepreneurship
სამეწარმეო განათლების განვითარება
სამეწარმეო განათლების განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნას საზაფხულო სკოლებისა და ინტენსიური კურსების მეშვეობით.
Erasmus+ CBHE HEIn4
Erasmus+ CBHE HEIn4
Industry 4.0 განათლება
პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებას ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში Industry 4.0-ის მიმართულებით საქართველოში და უკრაინაში. იგი აძლიერებს ინდუსტრიასა და აკადემიას შორის თანამშრომლობას და ხელს უწყობს ახალი სასწავლო მოდულების განვითარებას.
EU-Energy-SSDP - Jean Monnet Module
EU-Energy-SSDP – Jean Monnet Module
ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მოდული
ევროკავშირის ენერგოპოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სასწავლო მოდული ფოკუსირებულია ენერგეტიკული პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე აკადემიურ სივრცეში.
კურიკულუმის გაძლიერება მდგრადობის ლაბორატორიისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში
მდგრადობის ლაბორატორიისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში BTU-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა მდგრადობის კომპონენტი საგანმანათლებლო პროგრამებში და განაახლა კურიკულუმები. სტუდენტები მზადდებიან მდგრადი განვითარების, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.
მდგრადობის ლაბორატორიის ინიციატივით, სტუდენტები ეცნობიან ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, კლიმატის ცვლილების გამოწვევებს და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელობას. ასევე, შეისწავლიან მდგრადი ტექნოლოგიების ბიზნესში ინტეგრაციის გზებსა და თუ როგორ უკავშირდება მდგრადი განვითარება თანამედროვე ფინანსურ სისტემებს.
Jean Monnet Module (EU-Energy-SSDP) – ფარგლებში შეიქმნა ორი კურსი, რომლებიც ენერგეტიკის საკითხებს ევროპული პერსპექტივიდან განიხილავენ: „ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა“ და „განახლებადი ენერგიის პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოში“.