ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI აქსელერატორი 16-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპების შექმნასა და განვითარებას.
პროგრამა განკუთვნილია დამწყები მეწარმეებისთვის, ტექნოლოგიური მიმართულების სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ იდეის გარდაქმნა ბაზარზე მოთხოვნად, მასშტაბირებად და გლობალურ პროდუქტად.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა აქცენტს აკეთებს ინდივიდებზე და არა სტარტაპ გუნდებზე. შესაბამისად, პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევიან ინდივიდუალური მონაწილეები, რომელთა გუნდებად ფორმირებაც მოხდება პროგრამის განმავლობაში.
პროგრამის მიზანი
დღეს ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ცვლის როგორც პროდუქტის შექმნის პროცესს, ისე ბიზნესის განვითარების მოდელებს. წარმატებული AI სტარტაპის შესაქმნელად მხოლოდ ტექნიკური ცოდნა აღარ არის საკმარისი – აუცილებელია მომხმარებლის საჭიროებების გააზრება, პროდუქტის სწორად განვითარება, ბაზრის ანალიზი და ბიზნესის ეფექტიანი მართვა.
BTU-ს AI აქსელერატორი სწორედ ამ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან კონკურენტუნარიანი AI-პროდუქტები საერთაშორისო ბაზრისთვის.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროგრამა განკუთვნილია:
- BTU-ის სტუდენტებისთვის;
- დამწყები მეწარმეებისთვის;
- პროგრამისტებისა და AI სპეციალისტებისთვის;
- ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების მიმართულებით დაინტერესებული პროფესიონალებისთვის.
პროგრამის სტრუქტურა
პროგრამა 16 კვირის განმავლობაში სამ ძირითად ეტაპად განხორციელდება.
I ეტაპი – გუნდის ფორმირება და ძირითადი უნარების განვითარება
მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, რომელთა თემებია:
- სამეწარმეო აზროვნება;
- სტარტაპის შექმნის საფუძვლები;
- Lean Startup მეთოდოლოგია;
- AI Agents;
- Indie Hacking & Vibe Coding;
- სწრაფი პროტოტიპირება;
- AI-ის გამოყენება ბაზრის კვლევისთვის;
- MVP-ის ვალიდაცია;
- API-ების ხარჯების ოპტიმიზაცია.
I ეტაპის ფარგლებში ასევე გაიმართება ჰაკათონები Agentic AI-ის, B2B SaaS-ისა და Consumer AI-ის მიმართულებებით.
II ეტაპი – პროდუქტის განვითარება და ბიზნესის შექმნა
გუნდები იდეებს რეალურ პროდუქტებად გარდაქმნიან და იმუშავებენ შემდეგ თემებზე:
- თანადამფუძნებლებს შორის შეთანხმებები;
- წილების (Equity) განაწილება;
- Vesting-ის მოდელები;
- ინვესტორების მოლოდინები;
- ბაზრის ანალიზი;
- ფინანსური მოდელირება;
- ე.წ. Unit Economics;
- კომპანიის შეფასება (Valuation);
- ინვესტიციის მოზიდვის ინსტრუმენტები;
- ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.
III ეტაპი – გლობალურ ბაზარზე გასვლა
დასკვნით ეტაპზე მონაწილეები იმუშავებენ:
- საერთაშორისო კომპანიის შექმნაზე;
- გლობალურ გადახდის სისტემებზე;
- სამართლებრივ შესაბამისობაზე (Compliance);
- AI-ზე დაფუძნებულ მარკეტინგზე;
- ზრდის სტრატეგიებზე;
- მომხმარებლების მოზიდვაზე;
- Pitch Deck-ის შექმნასა და ინვესტორებთან ეფექტიან კომუნიკაციაზე.
სწავლების ფორმატი
პროგრამა სრულად პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და აერთიანებს:
- ვორქშოფებს;
- ინდივიდუალურ მენტორინგს;
- ჰაკათონებს;
- მომხმარებელთან ტესტირებას;
- მუდმივ უკუკავშირს.
BTU-ს AI აქსელერატორი მიზნად ისახავს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას, ახალი თაობის AI მეწარმეების მხარდაჭერასა და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური კომპანიების ჩამოყალიბებას.