ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მისიაა შევთავაზოთ საზოგადოებას უნიკალური გამოცდილება ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. აღნიშნული მისიის საპასუხოდ, უნივერსიტეტში მუდმივად ინერგება ინოვაციური მიდგომები სწავლებაში და ხორციელდება ინოვაციური პროექტები მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ჰენლის ბიზნეს სკოლასთან ერთად დაარსებული მეწარმეობის ცენტრი, რომელიც სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სტარტაპის განვითარების გზაზე მხარდაჭერას სთავაზობს.
მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ სტარტაპებს დამატებითი დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევს.
ჩვენს ბენეფიციარებს აქვთ წვდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე სხვადასხვა პარტნიორობის ფარგლებში დაარსებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და საერთო სამუშაო სივრცეებზე.
თითოეული მიმართულების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულებს.