ნინო ენუქიძე
რექტორი
საქართველოს ყველაზე ინოვაციური და სწრაფად მზარდი უნივერსიტეტის რექტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნა სამეცნიერო საქმიანობის, ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიების გაცვლით; საქართველოს პოტენციალის დემონსტრირება და პოზიციონირება გლობალურ ბაზრებზე; ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა კვალიფიციური კადრების გაზრდის გზით.
ამ მიზნის საპასუხოდ, 2016 წლიდან დღემდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოსთვის უპრეცედენტო პროგრამები ხორციელდება. ჩვენი ხედვა საინტერესოა მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციებისთვის, რომლებთან პარტნიორობამ უნივერსიტეტს მოკლე დროში მოუტანა ნდობა და მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო თანასაზოგადოებაში.
დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა, იყოს ინოვაციების დანერგვის მოწინავე ხაზზე, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სწავლება და კვლევა ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მდგრადობისა თუ სხვა, აქტუალური საკითხების გარშემო. ჩვენ ვმუშაობთ ტექნოლოგიურ სფეროში გენდერული თანასწორობისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინოვაციებთან ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფისთვის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან, იმ გუნდის წევრი ვარ, რომლის მიზანს დასავლური სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა წარმოადგენდა. ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიკა მიმართულია ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე და ეყრდნობა ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს იმ საკვანძო ასპექტების შესახებ, რომელთა ფლობა წარმოადგენს განათლების ხარისხის კრიტერიუმს.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროდუქტის მომხმარებელია, როგორც თითოეული სტუდენტი, ისე მთლიანად საზოგადოება, რაც განათლების ხარისხის კუთხით უნივერსიტეტს განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს: ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, შრომის და განათლების ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების შექმნა და უნივერსიტეტის უცხოეთის პარტნიორი დაწესებულებების პროგრამებთან ჰარმონიზაცია, სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ტექნიკური აღჭურვილობის და განახლებული სასწავლო მასალების შექმნა, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა და უნივერსიტეტში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული საერთაშორისო პროგრამების უწყვეტად განხორციელდება, მეცნიერებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, პრობლემაზე ორიენტირებული ინტერდისციპლინარული კვლევების ინიცირება და განხორციელება.
სტუდენტების ინტერესი არის და იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის ღერძი.
მადლობა ნდობისთვის,
შეხვედრამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
ნინო ენუქიძე, რექტორი
ნინო ენუქიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი. საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი; გაეროს ბავშვთა ფონდთან არსებული ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრი; ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი და ასოციაციის საპატიო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი; კოდინგის სკოლა ქალებისთვის დამფუძნებელი; ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
Emerging Europe-ის მიერ, მიღებული აქვს Architect of Tomorrow ჯილდო, დასახელებულია 200 ლიდერს შორის ,,Strong Women in IT Global Edition”-ის მიერ.