ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის ათვისებისა და წიგნიერების გავრცელებაში.
BTU-ში მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, რომელიც 2018 წელს დაარსდა, მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის 2 პროგრამა, სადოქტორო და საბაკალავრო საფეხურზე. უნივერსიტეტის ბაზაზე იმართება უმსხვილესი კონკურსები და ჰაკათონები AI სფეროში, ასევე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
- სტუდენტური AI ფორუმები
- BTU-ში შეიქმნა სტუდენტების პირველი AI ასისტენტი ქვეყანაში – ClassroomAI, რომელიც მათ ეხმარება აკადემიური და სასწავლო პროცესის, ადმინისტრაციული საკითხების და სხვა მნიშნველოვანი პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. აღსანიშნია რომ ClasroomAI შექმნილია BTU-ს სტუდენტების მიერ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ატარებს მომზადება/გადამზადების პროგრამებს, ტრენინგებს და ვორკშოპებს სტუდენტებისთვის, კერძო და საჯარო სექტორისთის და სხვა.
BTU-მ შექმნა და OpenAI-ზე განათავსა ორი პლატფორმა, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს მომხმარებელი:
BTUAI – უპრეცედენტო პროდუქტი BTU-სგან, რომელზე წვდომაც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ან ორგანიზაციისთვის. BTUAI აერთიანებს უახლეს ანალიტიკურ მასალას ბიზნესის, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისა და დარგების შესახებ. ქმნის საგანმანათლებლო პროდუქტებს, თანამედროვე ბიზნესქეისებს, მულტიმედია პროდუქტებს პოდკასტების, ვიდეომასალის, ინფოგრაფიკების და სხვა სახით. BTUAI ადამიანისა და მანქანური სწავლების კოლაბორაციის შედეგია, სადაც ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ანალიტიკური მასალა იქმნება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენებით და გადის პროფესიონალთა დარგობრივ ექსპერტიზას. მასალა იქმნება მასშტაბური და ახალი მონაცემების გამოყენებით, როგორც საქართველოდან, ისე საერთაშორისო სივრციდან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროდუქტია GeorgiAI – მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდი, რომელიც სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. შეიქმნა ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი GeorgiAI, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების შესახებ სანდო ინფორმაციას ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტი აერთიანებს მიმდინარე, ახალ და საარქივო მასალას. მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა სექტორებს – ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკას, კულტურას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს, განათლებას და სხვა. მასზე წვდომა კი ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.