პროექტის შესახებ
“ქალები ხელოვნურ ინტელექტში” წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტს, რომელიც ფინანსდება ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) მიერ და კოორდინირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ. პროექტი 2024 წლის თებერვალში დაიწყო.
ინიციატივის ფარგლებში, ორი ნაკადის ფარგლებში გადამზადდა 200 ბენეფიციარი:
- პირველი ნაკადი: 100 ბენეფიციარი (50 – ვებ-დეველოპმენტი, 50 – ხელოვნური ინტელექტი (AI))
- მეორე ნაკადი: 100 ბენეფიციარი (50 – ვებ-დეველოპმენტი, 50 – ხელოვნური ინტელექტი (AI))
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებმა გაიარეს სრულად დაფინანსებული ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე მორგებული, ინტენსიური 9-თვიანი სასწავლო პროგრამა. ასევე, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნა დამატებითი შესაძლებლობები ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების ხელშეწყობისა და გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით.
პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა კარიერული განვითარების მხარდამჭერი აქტივობები და მეწარმეობის უნარების განვითარების მიმართულებით სპეციალური სესიები.
სასწავლო პროგრამები
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები გადამზადდნენ შემდეგი ტექ- მიმართულებებით:
- ვებ-დეველოპმენტი
- ხელოვნური ინტელექტი (AI)
მნიშვნელოვანი თარიღები
პირველი ნაკადი
- ბენეფიციართა რეგისტრაციის დაწყება: 21 დეკემბერი, 2023
- რეგისტრაციის დასრულება: 5 იანვარი, 2024
მეორე ნაკადი
- ბენეფიციართა რეგისტრაციის დაწყება: 14 ნოემბერი, 2024
- რეგისტრაციის დასრულება: 23 დეკემბერი, 2024
სასწავლო პროცესის განხორციელების პერიოდი
- პირველი სეზონი: თებერვალი – ნოემბერი, 2024
- მეორე სეზონი: თებერვალი – ნოემბერი, 2025
ბენეფიციართა სარეგისტრაციო ფორმა
შერჩევის პროცესი
ბენეფიციართა შერჩევის პროცესს ორგანიზებას უწევს და ზედამხედველობს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი.
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კანდიდატმა უნდა:
- შეავსოს BTU-ის მიერ წინასწარ შემუშავებული სარეგისტრაციო ფორმა;
- წარმატებით ჩააბაროს BTU-ის მიერ ორგანიზებული ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტი, მიიღოს დადებითი შეფასება და რეიტინგული სიის საფუძველზე მოხვდეს შესაბამისი ტექნოლოგიური მიმართულებისთვის განსაზღვრულ ჯგუფში;
- პროგრამის წინაპირობების დასაკმაყოფილებლად წარმატებით ჩააბაროს BTU-ის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის ტესტი.
ინგლისური ენის ტესტის ჩაბარებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო სერტიფიკატს (IELTS, TOEFL, FCE), რომელიც ადასტურებს პროგრამისთვის საჭირო ინგლისური ენის ცოდნის დონეს, ან უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელშიც სწავლების ენად მითითებულია ინგლისური. წარმოდგენილი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს არაუმეტეს სამი წლის წინ.
სამიზნე ჯგუფი
პროექტის სამიზნე აუდიტორია არიან 16 წლის და უფროსი ასაკის ქალები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებიც ფლობენ საბაზისო ტექნოლოგიურ უნარებს.
სასწავლო პროცესი
- ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათია.
პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები
- UN Women
- ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Norad)
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ. ფოსტა: [email protected]