ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემაში აერთიანებს. უნივერსიტეტის მისიაა მოამზადოს კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტირებული პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ხელოვნური ინტელექტით გარდაქმნილ გლობალურ გარემოში.
BTU უკვე მრავალი წელია ახორციელებს ინსტიტუციურ AI-ინტეგრაციის სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა BTU AI Lab კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტები მუშაობენ მანქანური სწავლების, დიდი მონაცემების ანალიზისა და გენერაციული AI ინსტრუმენტების პროექტებზე. პარალელურად მოქმედებს BTUAI ცოდნის პლატფორმა, სადაც თავმოყრილია სასწავლო მასალები, ტრენინგები და ღია რესურსები AI-ს პრაქტიკული გამოყენების შესახებ. აღნიშნული ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ლექტორებისთვის.
ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს AI წიგნიერებისა და მზაობის კომპონენტების სწავლებას, რომელიც მოიცავს AI ეთიკას, უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას, ასევე პრაქტიკულ საფუძვლებს მათ შორის, AI-ის დახმარებით პროგრამირებას (Vibe Coding). ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სტუდენტების მიერ პერსონალური ციფრული ტყუპების (Digital Twins) ეტაპობრივ შექმნას; ისინი თავად სწავლობენ ამ ციფრული ასისტენტების დაპროგრამებასა და მართვას, რაც შემდგომში აქტიურად გამოიყენება როგორც ყოველდღიურ სასწავლო პროცესში, ისე კვლევით საქმიანობაში. სტუდენტი იღებს BTU AI Skills Passport-ს ციფრულ, საჯაროდ ვერიფიცირებად სერტიფიკატს, როგორც დადასტურებადი AI კომპეტენციის მტკიცებულებას.
აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით უნივერსიტეტში დანერგილია ორსაფეხურიანი AI სერტიფიცირების პროგრამა. საბაზისო საფეხური მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენების საფუძვლებს, სასწავლო პროცესისთვის პერსონალური AI ასისტენტის შექმნასა და ეთიკური გამოყენების პრინციპებს, ხოლო გაღრმავებული საფეხური ორიენტირებულია სასწავლო დიზაინის ტრანსფორმაციასა და AI-ზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე. ეს მიდგომა ლექტორებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან ინდივიდუალური ციფრული ტყუპები (Digital Twins), რომლებიც ადაპტირებულია მათ სალექციო კურსებსა და კვლევით ინტერესებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აკადემიური მუშაობის ეფექტიანობას.
BTU ასევე ავითარებს AI Glossary-ს ქართულენოვან, ღია აკადემიურ ტერმინოლოგიურ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთიანი პროფესიული ტერმინოლოგიის განვითარებას.
ამ ინიციატივების საშუალებით BTU განაგრძობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიციის განმტკიცებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და AI-ის ეთიკური, უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მაღალი სტანდარტების დანერგვას სწავლების, კვლევისა და ინსტიტუციური განვითარების ყველა მიმართულებით.
სტუდენტებისთვის შეთავაზებულია საგანმანათლებლო პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
[email protected]