BTU ეტაპობრივად ახორციელებს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სისტემების ინტეგრირებას უნივერსიტეტის ყველა ადმინისტრაციულ და აკადემიურ ერთეულში, რაც ხელს უწყობს პროცესების ავტომატიზაციას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის განვითარებას, ინსტიტუციური ეფექტიანობის ზრდას, უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერას.