სტუდენტური კონკურსები
2024 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გასცემს სამეცნიერო გრანტებს სტუდენტური კვლევების მიზნით. სტუდენტური კვლევითი გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის მიზანია ბტუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების წახალისება, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდა, აკადემიური დონის ამაღლება და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულება და მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ბტუ-ს რექტორის ბრძანებით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ბტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.
- კონკურსის მონაწილე ბაკალავრიატის სტუდენტს უნდა ჰყავდეს კვლევის ხელმძღვანელი, ხოლო მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტს – სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი;
- აპლიკანტს შესაძლებელია ჰყავდეს კონსულტანტი, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება პროექტში აღწერილ კვლევის სფეროს;
- აპლიკანტს კონკურსზე შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი.