საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა მოიცავს პროგრამირების, კომპიუტერული სისტემების, მონაცემთა ბაზების, ქსელების, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სისტემურ შესწავლას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაქტიკულ უნარებზე: სტუდენტები მუშაობენ რეალურ ტექნოლოგიურ პროექტებზე, ქმნიან პროგრამულ პროდუქტებს, სწავლობენ თანამედროვე განვითარების მეთოდოლოგიებსა და გუნდურ მუშაობას.
პროგრამა თანამედროვე, AI-ინტეგრირებულ სასწავლო გარემოშია აგებული: სტუდენტები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის გენერაციული AI-ის ინსტრუმენტებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში, მონაცემთა ანალიზში, ავტომატიზაციასა და ციფრული გადაწყვეტილებების შექმნაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გაცვლითი, მათ შორის,ორმაგი დიპლომის პროგრამებით ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან, ასევე გაიარონ სტაჟირება წამყვან ქართულ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში, რაც მათ გლობალურ კარიერულ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950104
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი (Bachelor of Information Technologies)
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრამდე ჩარიცხულთათვის / 180 კრედიტი (ECTS) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში და შემდგომ წლებში ჩარიცხულთათვის
პროგრამის საფასური: 3950 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
საგნები, რომლითაც ბარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ინგლისური ენა;
მათემატიკა ან ფიზიკა.საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
პროგრამა (240 კრედიტი) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრამდე ჩარიცხულთათვის
- პროგრამა (180 კრედიტი) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში და შემდგომ წლებში ჩარიცხულთათვის
ორი სადიპლომო პროგრამა
BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბოლო, მეოთხე აკადემიური წლის პარტნიორ უნივერსიტეტში გატარებით, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ.
თუ ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.