ფინანსების საბაკალავრო პროგრამა აერთიანებს ფინანსების სფეროს ფუნდამენტურ ცოდნასა და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს. პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ფინანსური აღრიცხვა, კორპორატიული ფინანსები, საინვესტიციო ანალიზი და რისკების მართვა, ხოლო სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენებას.
პროგრამა აღიარებულია ACCA (Association of Chartered Certified Accountants)-ის საერთაშორისო აკრედიტაციით, რაც სტუდენტებს პროფესიული კვალიფიკაციის მიღების პროცესში მნიშვნელოვან უპირატესობასა და საერთაშორისო კარიერული განვითარების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.
სასწავლო პროცესში სტუდენტები ივითარებენ ფინანსური მონაცემების ანალიზის, პროგნოზირების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერის პრაქტიკულ უნარებს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებით. ისინი ეუფლებიან ფინანსური მოდელირების, საინვესტიციო რისკების შეფასების, ავტომატიზებული ანგარიშგებისა და მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდებს, რაც მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:195 01 02
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში (BBA in Finance)
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 2650 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
საგნები, რომლითაც ბარდება ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ინგლისური ენა;
მათემატიკა.
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ბიზნესის საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.