- შესავალს;
- პრობლემის ახსნას;
- პრობლემის შემოთავაზებულ გადაწყვეტას;
- ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს;
- ბიზნეს (ეკომონიკური) მოდელის ახსნას;
- მიღწევებს (traction) – მომხმარებელთა რაოდენობა, გაყიდვების ოდენობა, პარტნიორები და ა.შ.;
- ბაზრის ვალიდაციას;
- კონკურენტების ანალიზს;
- გუნდის აღწერილობას და კომპეტენციებს;
- ფინანსურ გათვლებს;
- თუ რას ვითხოვთ ინვესტორისგან ან სხვა ტიპის აუდიტორიისგან;
- დასკვნას.
PITCH DECK-ის მომზადების კონსულტანტები
ანანო დოლაბერიძე
მარკეტინგის სპეციალისტი, ბლოგერი, ლექტორი, რედაქტორი
Phubber-ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი
ანანოს აქვს 10+ წლიანი გამოცდილება მოდის ინდუსტრიის, ბრენდის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით. მას ნამუშევარი აქვს რამდენიმე ჟურნალის რედაქტორის, მათ შორის მთავარი რედაქტორის პოზიციებზე. 2021-2022 წლებში ის ასევე გახლდათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მცირე საგრანტო პროგრამის (15.000 Gel) ჟიურის წევრი.
2018 წლიდან ხელმძღვანელობს Phubber app-ს, რომელსაც 2023 წლის მდგომარეობით 1,200,000$-ზე მეტი კერძო ინვესტიცია აქვს მოზიდული და გასულია უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე.
ირაკლი ბაძაღუა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის დიზაინერი
გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი
ირაკლის აქვს ბაკალავრის ხარისხი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. აქვს 6+ წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში. ამჟამად მუშაობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე. მისი პორტფოლიოს ნახვა შესაძლეველია შემდეგ ბმულზე – https://dribbble.com/iraklibadzaghua
ირო ცაგარეიშვილი
აქსელის – საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მმართველი დირექტორი
Fundraiser.ge-ს თანადამფუძნებელი
იროს აქვს ქართულ სამეწარმეო ეკოსისტემაში მონაწილეობის, ისევე როგორც პროექტების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების 7+ წლიანი გამოცდილება.
2022 წლიდან წამყვანი პოზიცია უკვია საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელში, სადაც ყოველთვიურად რამდენიმე სტარტაპს ეძლევა შესაძლებლობა წარდგეს ინვესტორების წინაშე და მიიღოს დაფინანსება. იროს როლი აქსელის წევრ ინვესტორებთან კომუნიკაცია, სტარტაპების მოძიება და შერჩევა და აქსელში საინვესტიციო პროცესების მართვაა.
აქვს ისეთი სტარტაპ ღონისძიებების მართვის, ტრენერობისა და მენტორობის გამოცდილება, როგორიცაა პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ბუთქემფები, სტარტაპ ტრენინგები და ა.შ.
თორნიკე ჩხაიძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება წარმატებული ციფრული პროდუქტებისა და ბიზნესის შექმნისა და მართვის სფეროში. შეუქმნია ისეთი ბიზნესები, როგორიცაა: ღვინის ბრენდი IKANO, აზიური სამზარეულოების სწრაფი კვების ობიექტი UKVE, ციფრული პლატფორმა Face2Face, ნატურალური წვენების კომპანია Maisi და საკონსულტაციო კომპანია SavvY.
მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის წარმოებას, საცალო ვაჭრობას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კონსალტინგს. თორნიკეს კარიერის განმავლობაში უმუშავია მრავალ ბიზნეს გეგმაზე, pitch-deck-ზე და ფინანსურ მოდელზე, ინვესტორებისთვის წარდგენისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით. თორნიკე ასევე გახლავთ “Forbes 30 under 30 in entrepreneurship” ტიტულის მფლობელი. თორნიკეს ბოლო 5 წელია, აქტიურად ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის მართვა, ციფრული პროდუქტის განვითარება და ფინანსები. ასევე, ის ყოფილა არაერთი წარმატებული სტარტაპის მენტორი და სტარტაპების საგრანტო კონკურსების ჟიურის წევრი.