დაფინანსების მაძიებელ სტარტაპებს/მეწარმეებს მეწარმეობის ცენტრი სთავაზობს დახმარებას საგრანტო განაცხადის მომზადებაში. საგრანტო განაცხადი შეიძლება გულისხმობდეს ამა თუ იმ საგრანტო კონკურსის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი ბიზნეს გეგმის შედგენას, კომპანიის ბიუჯეტისა და ფინანსური პროგნოზის შედგენას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]
საგრანტო განაცხადის მომზადების კონსულტანტები
თორნიკე ცირამუა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
Biliki App-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 10+ წლის გამოცდილება პროექტების მართვის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2018 წლიდან დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მეწარმეობის მიმართულებით. თორნიკე პარალელურად ჩართულია Social Impact Award-ის, Cleverton-ის, GITA-ს და სხვა სტარტაპ აქსელერატორებში როგორც სტარტაპ მენტორი და ტრენერი.
თორნიკეს სტარტაპი “Biliki App” არის გლობალური ციფრული ტურისტული მარშრუტების პლატფორმა, რომელიც წარმეტიბთ გავიდა ბალტიისპირეთის ბაზრებზე.
ნათია გოლიაძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების მენეჯერი
ნათიას აქვს 7+ წლიანი გამოცდილება მენეჯმენტსა და ბიზნეს კონსალტინგში, პროექტების მენეჯმენტში, ინდუსტრიის კვლევებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში და ბიზნეს გეგმებში. კარიერის მანძილზე ნათია იკავებდა ტოპ მენეჯერულ პოზიციებს როგორც კერძო კომპანიებში, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებში. ბოლო წლების განმავლობაში ნათია ხელმძღვანელობს მრავალ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს გეგმებთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებთან, ინდუსტრიის ანალიზთან და ბაზრის კვლევასთან, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კომპანიებისთვის.
როგორც ფინანსური კონსულტანტი და ექსპერტი, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროექტებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ტრენინგების გაძღოლას მეწარმეობის, ფინანსური მენეჯმენტისა და გადასახადების სფეროში.