კარგი ბიზნეს გეგმა, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. ბიზნეს გეგმაში კომპანია განსაზღვრავს თავის მიზნებს, სტრატეგიას და იმ ძირითად ნაბიჯებს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას და განვითრებისკენ სვლას. ის ერთგვარი გზამკვლევია კომპანიისთვის, რომელშიც განსაზღვრულია თუ როგორ უნდა ოპერირებდეს კომპანია, როგორ აპირებს ზრდას და წარმატების მიღწევას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში – ძირითადად 1-5 წლის მანძილზე, ან უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით.
გარდა ოპერაციების ეფექტურად დაგეგმვისა, ბიზნეს გეგმა ასევე ეხმარება სტარტაპებსა და არსებულ ბიზნესებს დაფინანსების მოპოვებასა და ინვესტორების მოზიდვაში.
მეწარმეობის ცენტრი გთავაზობთ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარებას, რაც მოიცავს:
- კომპანიისა და ბიზნესის აღწერას;
- ორგანიზაციული სტრუქტურის, მენეჯმენტის და ძირითადი გუნდის ფუნქციების განსაზღვრას;
- ბაზრის კვლევის ძირითად შედეგებს;
- პროდუქტის, ან სერვისის აღწერას;
- ბაზარზე შესვლის სტრატეგიას;
- მარკეტინგული გაყიდვების სტრატეგიებს;
- პროექტის გრძელ და მოკლევადიანი მიზნების იდენტიფიცრებას, მოსალოდნელ მომგებიანობას;
- პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების მიწოდების გეგმას;
- ფინანსურ გეგმას;
- საჭირო ინვესტიციებს, დაფინანსების სავარაუდო წყაროებს;
- საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებს, ნებართვებს;
- მოსალოდნელ რისკებს და რისკებისაგან დაზღვევას;
- 3 ან 5-წლიან ფინანსური პროგნოზის მოკლე აღწერა, განსაკუთრებით გაყიდვებზე და მოგება/ზარალზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]
ბიზნეს გეგმის კონსულტანტები
თორნიკე ცირამუა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
Biliki App-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
თორნიკეს აქვს 10+ წლის გამოცდილება პროექტების მართვის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2018 წლიდან დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მეწარმეობის მიმართულებით. თორნიკე პარალელურად ჩართულია Social Impact Award-ის, Cleverton-ის, GITA-ს და სხვა სტარტაპ აქსელერატორებში როგორც სტარტაპ მენტორი და ტრენერი.
თორნიკეს სტარტაპი “Biliki App” არის გლობალური ციფრული ტურისტული მარშრუტების პლატფორმა, რომელიც წარმეტიბთ გავიდა ბალტიისპირეთის ბაზრებზე.
ნათია გოლიაძე
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების მენეჯერი
ნათიას აქვს 7+ წლიანი გამოცდილება მენეჯმენტსა და ბიზნეს კონსალტინგში, პროექტების მენეჯმენტში, ინდუსტრიის კვლევებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში და ბიზნეს გეგმებში. კარიერის მანძილზე ნათია იკავებდა ტოპ მენეჯერულ პოზიციებს როგორც კერძო კომპანიებში, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებში. ბოლო წლების განმავლობაში ნათია ხელმძღვანელობს მრავალ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს გეგმებთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებთან, ინდუსტრიის ანალიზთან და ბაზრის კვლევასთან, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კომპანიებისთვის.
როგორც ფინანსური კონსულტანტი და ექსპერტი, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროექტებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ტრენინგების გაძღოლას მეწარმეობის, ფინანსური მენეჯმენტისა და გადასახადების სფეროში.