ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განლაგებულია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.
ტერიტორიაზე მდებარეობს ორი კამპუსი, რომლებშიც ხელმისაწვდომია ინოვაციური სტუდენტური სამუშაო სივრცეები, უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, საფეხბურთო სტადიონი.
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან.