ციფრული მარკეტინგი – ახალი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა BTU-ში
მათთვის, ვისაც ციფრული მარკეტინგის სწავლა სურს, ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ (BTU), რომელიც მეხუთე წელია, სტუდენტებს გამორჩეულ და უახლეს სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, ახალი სასწავლო წლიდან, ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს.
„ციფრული მარკეტერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ციფრული მარკეტინგის სწრაფად მზარდი ბაზარი საჭიროებს კადრებს რომელთაც იციან მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამირება, შეუძლიათ კრეატიული აზროვნება და კრეატიული წერა, იციან გრაფიკული დიზაინი და სხვა ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებები, ამავდროულად, ფლობენ უახლეს ტექნოლოგიებს, შეუძლიათ მონაცემთა ანალიზი და მნიშვნელოვანი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება შესაბამისი ბაზრების სიღრმისეული გაანალიზების საფუძველზე“.
ეს არის პროგრამის მთავარი მიზანი, რომელზე მიღება უკვე 2022 წელს გამოცხადდება. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი ინტენსიურად ისწავლის სხვადასხვა ციფრულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მარკეტერს თანამედროვე სამყაროში სჭირდება: Google პროდუქტები, Microsoft პროდუქტები როგორებიცაა 365, Power BI და ა.შ., Salesforce, CRM-ის პროგრამული უზრუნველყოფა, Adobe პროდუქტები, Markstrat, სოციალური მედია პლატფორმები და ა.შ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებით გაიარონ არჩევითი (Minor) პროგრამა იმ სფეროში, სადაც აგრეთვე სურთ ცოდნის გაღრმავება – საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსები თუ რაიმე სხვა.
მნიშვნელოვანია პროგრამის ფარგლებში პარტნიორობა ქართული ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება წამყვან კომპანიებთან უკვე შედგა, პროგრამის ყველა სტუდენტი, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, სწავლის პერიოდშივე დასაქმდება.
მრავალფეროვანია იმ პოზიციების ჩამონათვალი, რომლებზეც შეუძლია სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს მუშაობა: მარკეტერი, ციფრული მარკეტერი, ბრენდ-მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და სხვ. კურსდამთავრებულის პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ მარკეტინგული და კრეატიული პროექტების შემქმნელი სააგენტოები, მედიაჰოლდინგები, მარკეტინგული კვლევების და მარკეტინგული კონსალტინგის სექტორის კომპანიები, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები და სხვა ნებისმიერ ორგანიზაცია, რომელსაც მარკეტინგის დეპარტამენტი აქვს.
კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ევროპის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ, გაცვლით პროგრამებში და შეიძინონ ცოდნა იმ დასავლური სტანდარტებისა, რომელიც მათ მსოფლიოში გამოარჩევს.
დეტალური ინფორმაცია, პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე.