ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
ფაკულტეტის მიზანია მსოფლიოში აღიარებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა, აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობა და სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული სწავლების პროცესში, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება, ორი დარგის – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, სფეროს მოწინავე ექსპერტი პროფესორ/მასწავლებლები, უახლესი,
ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალი.
საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ლიდერი პარტნიორი კომპანიები და მრავალი სხვა შესაძლებლობის გამოყენება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია. სტუდენტებისთვის შეთავაზებულია საგანმანათლებლო პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე.