
კომუნიკაცია და პრეზენტაციის კურსი ბავშვებისთვის
- თარიღი ოქტომბერი 4, 2025
ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფიჩინგის კურსი შექმნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა როგორც სასწავლო დაწესებულებებსა და სამომავლო საქმიანობაში, ასევე, ზოგადად, ურთიერთობების მართვისას.
კურსის მონაწილეები დაეუფლებიან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელოვნებას და ისწავლიან, როგორ წარადგინონ პრეზენტაცია/ფიჩი შესაბამის აუდიტორიასთან, რაც წარმატების მიღწევის მთავარი იარაღია.
კურსის პროცესში, მონაწილეები შეძლებენ:
– განივითარონ კომუნიკაციის უნარები. შეძლონ, თავისუფლად, ეფექტიანად და მეტი თვითდაჯერებულობით გამოხატონ საკუთარი შესაძლებლობები, იდეები და ინიციატივები, მოამზადონ და წარადგინონ ეფექტური პრეზენტაციები
– შეისწავლონ საკუთარი სხეულის ენა და განივითარონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
– შეისწავლონ გუნდში მუშაობის წესები და ტექნიკა
– განივითარონ საკუთარი ემოციების აღქმის, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების, თვითმოტივაციის, ასევე, ემპათიისა და სოციალური უნარები
– მეტი კომპეტენციითა და უნარებით შეძლონ სხვა ადამიანების დარწმუნება და მათთან არგუმენტირებული საუბარი, მოლაპარაკება
– ისწავლონ დიდი მოცულობის ინფორმაციასთან ურთიერთობა, შეძლონ, ერთმანეთისგან გამიჯნონ ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია
– ისწავლიან, როგორ მოამზადონ ეფექტური ფიჩი სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის (ინვესტორები, ჟიური, პარტნიორები და ა.შ.)
– შეძლებენ საკუთარი იდეის სტრუქტურირებულად, მოკლედ და დამაჯერებლად წარდგენას
– შეისწავლიან ფიჩის მომზადების მთავარ ელემენტებს – მესიჯის ფორმულირებასა და სლაიდების აგებასა
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, – გუნდში მუშაობის სტიმულირებას, ინტერაქციული ხასიათის შეხვედრებს, როლურ თამაშებს, სიტუაციების განხილვას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან.
კურსზე რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მონაწილის ხელშეკრულების პროექტს.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა, გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე მონაწილეები უნდა დაარეგისტრიროს მშობელმა/მეურვემ.
ინტერესის ფორმა
მსგავსი ინფორმაცია
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები: შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: ** ბტუ–ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ** ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება; ** კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის …
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები
დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები პ/ნ მიღებული ქულა (სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B2.) დონე 010****6653 61% B2 010****1673 80% B2 620****2047 57% B1 610****4438 18% A2 010****7858 57% B1 600****8649 33% A2 010****3830 54% B1 …