
ინოვაციები და სტარტაპი – კურსი ბავშვებისთვის
- თარიღი ოქტომბერი 3, 2025
BTU-ს მეწარმეობის სერთიფიცირებული კურსი არის 20-საათიანი (10 სესია × 2 საათი) ინტენსიური პროგრამა, რომელიც აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ მუშაობას. კურსი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ მეწარმეობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი სტარტაპ იდეის ჩამოყალიბება.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან მეწარმეობისა და ინოვაციების საფუძვლებს, რეალური პრობლემების ამოცნობასა და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების
შექმნას. ისინი ისწავლიან იდეაციის ტექნიკებს, ბიზნეს მოდელის შექმნას, ბაზრის კვლევასა და მინიმალური პროდუქტის (MVP) შექმნა/ტესტირებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფიჩინგისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას, რაც დაეხმარებათ საკუთარი იდეის ეფექტურად წარდგენაში ინვესტორების, მენტორების ან პარტნიორების წინაშე.
კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე, ან გუნდი წარადგენს საკუთარ სტარტაპ იდეას დემო დღეზე, სადაც მიიღებს პროფესიონალურ უკუკავშირს მეწარმეების, მენტორებისა და ინვესტორებისგან. წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ BTU-ს ოფიციალური სერტიფიკატი მეწარმეობაში.
კურსის ფარგლებში:
– შეისწავლი როგორ იქმნება და იზრდება სტარტაპი იდეიდან რეალურ პროდუქტამდე
– განივითარებ კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას
– მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას ბიზნეს მოდელირებასა და ბაზრის ანალიზში
– გაიუმჯობესებ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს
– შეხვდები მეწარმეებს, მენტორებსა და ინვესტორებს – რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის შენი მომავლისთვის
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან.
სასწავლო კურსის აღწერა
სესია 1 – მეწარმეობის შესავალი და სამეწარმეო აზროვნება
– მეწარმეობა და მისი ტიპები
– სტარტაპი vs. ტრადიციული ბიზნესი
– წარმატებული მეწარმის უნარები
– შთამაგონებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ისტორიები
სესია 2 – პრობლემის ამოცნობა და შესაძლებლობების პოვნა
– საიდან ჩნდება სტარტაპ იდეები
– პრობლემისა და გადაწყვეტის ლოგიკა
– Design thinking-ის საფუძვლები (Empathize & Define)
სესია 3 – იდეაციის ტექნიკები და შემოქმედებითი ინსტრუმენტები
– იდეაციის მეთოდები (Brainstorming, SCAMPER, Mind-mapping)
– იდეის შეფასება (შესაძლებლობა, გავლენა, ინოვაციურობა)
– მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობა
სესია 4 – ღირებულების შეთავაზება და გადაწყვეტილების დიზაინი
– Value Proposition Canvas
– უნიკალური შეთავაზება (USP)
– სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრა
სესია 5 – ბიზნეს მოდელის საფუძვლები
– Business Model Canvas
– შემოსავლის წყაროები და ხარჯების სტრუქტურა
– პარტნიორები, არხები და ძირითადი აქტივობები
სესია 6 – ბაზრის კვლევა და მომხმარებლის გადამოწმება
– ბაზრის სეგმენტაცია და სამიზნე აუდიტორია
– გამოკითხვებისა და ინტერვიუების ჩატარება
– კონკურენტების ანალიზი
სესია 9: ფიჩინგი და ისტორიის მოყოლა (Storytelling)
– მიზანი: ვისწავლოთ როგორ წარვადგინოთ იდეა ეფექტურად.
– თემები:
– პიჩ დექის ძირითადი ელემენტები
– სტარტაპის ისტორიის მოყოლის ტექნიკები
– პრეზენტაციის საუკეთესო პრაქტიკები
– აქტივობა: მოამზადეთ 3-წუთიანი პიჩ პრეზენტაცია სლაიდებთან ერთად.
სესია 10: დემო დღე – ფინალური პრეზენტაციები და უკუკავშირი
სესია 7 – MVP და პროტოტიპირება
– რა არის MVP
– MVP-ის ტიპები (ლენდინგ გვერდი, დემო, პროტოტიპი)
– უკუკავშირის შეგროვება და გაუმჯობესება
აქტივობა: შექმენით თქვენი პროდუქტის მარტივი პროტოტიპის კონცეფცია (მაგ.: მაკეტი, სტორი ბორდი ან დემოს სცენარი)
სესია 8 – მარკეტინგი და ბაზარზე გასვლის სტრატეგია (Go-to-Market Strategy)
– სტარტაპ მარკეტინგის საფუძვლები
– კომუნიკაციის არხები და ციფრული ინსტრუმენტები
– ბაზარზე გასვლის სტრატეგიის შექმნა
აქტივობა: შეიმუშავეთ თქვენი პროდუქტის გაშვების მარტივი გეგმა
კურსზე რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მონაწილის ხელშეკრულების პროექტს.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა, გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე მონაწილეები უნდა დაარეგისტრიროს მშობელმა/მეურვემ.
ინტერესის ფორმა
მსგავსი ინფორმაცია
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები: შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: ** ბტუ–ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ** ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება; ** კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის …
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები
დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები პ/ნ მიღებული ქულა (სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B2.) დონე 010****6653 61% B2 010****1673 80% B2 620****2047 57% B1 610****4438 18% A2 010****7858 57% B1 600****8649 33% A2 010****3830 54% B1 …