
რობოტიკის კურსი ბავშვებისთვის
- თარიღი ოქტომბერი 17, 2025
„რობოტების ლაბორატორია — Crea et Move“ არის ინოვაციური სასწავლო პროგრამა მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს საფუძვლიანი შესწავლა და საინჟინრო აზროვნების განვითარება. პროგრამა ეფუძნება STEM განათლების პრინციპებს და აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს. ეს ის საფუძვლებია, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ინჟინრისა და შემოქმედის აზროვნების ფორმირებისთვის.
პროგრამის მთავარი მიზანია მონაწილეებმა გააცნობიერონ თუ როგორ ხდება იდეის ხორცშესხმა, როგორ იქცევა კონცეფცია მექანიკურ სტრუქტურად, როგორ ერწყმის პროგრამული ალგორითმი ფიზიკურ კომპონენტებს, და როგორ ამუშავებს სისტემა გარემოდან მიღებულ სიგნალებს. მოსწავლეები ისწავლიან მიკროკონტროლერების პროგრამირების საფუძვლებს, სენსორებისა და აქტუატორების მუშაობის პრინციპებს, სხვადასხვა ტექნიკური კომპონენტების ერთიან სისტემაში ინტეგრირებას.
კურსის ხიბლი პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაშია. მონაწილეები აწყობენ, აპროგრამებენ საკუთარ რობოტებს და რეალურ გარემოში გამოცდიან მათ. მსგავსი მიდგომა ავითარებს ალგორითმულ აზროვნებას, სისტემურ-ანალიტიკურ ხედვასა და შემოქმედებითობას, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება კი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ აზრი რეალობად აქციონ.
კურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. მონაწილეები სწავლობენ, როგორ წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და გადაწყვეტილებები მკაფიოდ, პროფესიულად და შთამაგონებლად, როგორ გაუზიარონ შედეგები გუნდს, და როგორ წარმოადგინონ საინჟინრო იდეები აუდიტორიასთან.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეექმნებათ წარმოდგენა საინჟინრო აზროვნებასა და მიდგომებზე. შეეძლებათ შექმნან ინოვაციური და ოპტიმალური გადაწყვეტილებები, გარდაქმნან საკუთარი იდეები რეალურად ფუნქციონირებად ფიზიკურ სისტემებად. შეიძენენ უნარს დამოუკიდებლად დაგეგმონ, განსაზღვრონ და აამუშაონ კომპლექსური ტექნიკური პროექტები, გამოიყენონ როგორც პროგრამირება, ასევე მექანიკური და ელექტრო დეტალები ეფექტური შედეგების მისაღწევად.
„Crea et Move“ – შექმენი მოძრაობა“
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან.
კურსზე რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მონაწილის ხელშეკრულების პროექტს.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა, გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე მონაწილეები უნდა დაარეგისტრიროს მშობელმა/მეურვემ.
ინტერესის ფორმა
მსგავსი ინფორმაცია
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები: შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: ** ბტუ–ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ** ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება; ** კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის …
2026-2027 სასწავლო წლის დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები
დოქტორანტობის კანდიდატთა ინგლისური ენის შედეგები პ/ნ მიღებული ქულა (სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B2.) დონე 010****6653 61% B2 010****1673 80% B2 620****2047 57% B1 610****4438 18% A2 010****7858 57% B1 600****8649 33% A2 010****3830 54% B1 …