საშემოდგომო სკოლა სტუდენტებისთვის
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
საშემოდგომო სკოლის მიზანი:
• მოსწავლეების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე;
• მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საშემოდგომო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
• საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია;
• საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
NATO
• ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია;
• NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები
EU
• ევროკავშირის ისტორია;
• საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება;
• სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია;
• მითები ევროკავშირთან მიმართებაში;
• ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები;
საშემოდგომო სკოლის განმავლობაში, მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.
სავალდებულო მოთხოვნები:
- დაინტერსებული კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრის სტუდენტი.
- მათი მომავალი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები შეესაბამებოდეს საშემოდგომო სკოლის თემატიკას.
- სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე
* ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე
საშემოდგომო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი 18:00 საათი.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
საშემოდგომო სკოლის ჩატარების ადგილი: სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე. სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევა 30 სტუდენტი.
ლექციები ჩატარდება: 6 ნომებერს 13:00 საათზე 7 ნომბერს 16:00 საათზე 8 ნოემბერს 16:00 საათზე.
თითოეული ლექციის ხანგრძლივობა – 3 საათი.
შერჩეული სტუდეტები უნდა გამოცხადდეთ 6 ნოემბრს 12:30 ზე სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში.