
ევროკავშირის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) – „Introduction of Innovative Technologies in Digitalization of Technological Processes and Production (DIGITECH)“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
ევროკავშირის პრესტიჟული, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) – „Introduction of Innovative Technologies in Digitalization of Technological Processes and Production (DIGITECH)“ ფარგლებში 2026 წლის 16 და 17 თებერვალს სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრები პროექტის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური კვლევის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა სტუდენტთა ცოდნისა და ტექნიკური უნარების შეფასება, როგორც უშუალოდ სტუდენტების, ისე სასწავლო პროცესში ჩართული ლექტორებისა და დამსაქმებლების მონაწილეობით. საბოლოოდ, კვლევის შედეგების ასახვა მოხდება ბტუ-ის სასწავლო კურიკულუმებში. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განათლების შედეგებსა და ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას ემსახურება მოქმედ სასწავლო პროგრამებში ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით, როგორიცაა დიდი მონაცემები (Big Data), მანქანური სწავლება (Machine Learning) და ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence).
პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან ჰამბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) და მარიბორის უნივერსიტეტი (სლოვენია), ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან.


