2–8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა – ნაკრების რვავე წევრი ჯილდოს მფლობელი გახდა. ოქროს მედლები მოიპოვეს ნიკოლოზ გეგენავამ და გიორგი მაისურაძემ (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა). ვერცხლის …
ხელოვნური ინტელექტის (AI) სფერო მსოფლიოში უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება და საქართველო ამ პროცესის აქტიური მონაწილეა. უკვე ცნობილია საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა, რომელიც 2–8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 103 ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებთან მოუწევს კონკურენცია. …
საქართველოს დროშა ამჯერად ლიტვაში, ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე (EJOI 2026) აფრიალდა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. EJOI 2026-ზე საქართველოს ნაკრები საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების წევრებმა რიჩარდ ბარბაქაძემ და დიმიტრი შენგელიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დიმიტრი შენგელია პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 …
„მაკდონალდს საქართველო“ საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის პარტნიორი გახდა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე, 2025 წელს დაფუძნდა და აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ოლიმპიადებს, ეროვნული ნაკრებების მომზადების პროცესს, საგანმანათლებლო აქტივობებს, ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებს, გადამზადების პროგრამებსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც …
საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში EGOI2026-ზე საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობდა. ნაკრების წევრმა, გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავა საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. წლევანდელი ოლიმპიადა იტალიაში, ცესენატიკოში გაიმართა და მასში ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს გოგოების …
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში OLYINFO, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით მოსწავლე ერთიან ციფრულ სივრცეში გააერთიანა. ოლიმპიადის დასკვნითი ტური 8 მარტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. 3000-მდე რეგისტრირებული …
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ში ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის AI ლიგის პირველი ტური გაიმართა. AI ლიგა GAIA-ს საოლიმპიადო კურსის მთავარი კომპონენტია, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ კურსზე მიღებული თეორიული ცოდნა, საკუთარი უნარები და მოემზადონ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის. 2025 წელს საქართველომ …
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში BTU-ში მოსწავლეთა ზამთრის ბანაკი დასრულდა. სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – OLYINFO რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 2026 წლის 29 იანვრამდე, ბმულზე
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბში, ინფორმატიკის ეროვნული ჩემპიონატების სერია იწყება. ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა შერჩევა, გადამზადება, საჩემპიონატო ტურების გამართვა და გამარჯვებულთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამგზავრება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით და თიბისის გენერალური მხარდაჭერით განხორციელდება. 2026 წელს, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, უზრუნველყოფს საქართველოში მოსწავლეთა ეროვნული საჩემპიონატო ტურების ჩატარებას, გამარჯვებული წევრებისგან დაკომპლექტებული ეროვნული ნაკრებების მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას. ეს ოლიმპიადებია: სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI) მონაწილეთა მომზადება –გადამზადებაში მხარდაჭერას და ფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისთვის საჭირო რესურსის უზრუნველყოფას. ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინირებას გაუწევს მოსამზადებელ ბანაკებს, ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო ოლიმპიადების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული პროფესიონალი მენტორები, ტრენერები და სფეროს წამყვანი სპეციალისტები. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი იწყებს პირველი ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესს. სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO), რეგისტრაცია 2026 წლის 15 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს 9-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი უნარები ინფორმატიკაში, პროგრამირებასა და ალგორითმულ აზროვნებაში, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. OLYINFO-ის ოლიმპიადასთან დაკვაშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა თბილისში – 16 იანვარს 17:00 საათზე BTU –ში გაიმართება, თუ გსურთ ღია კარის დღეზე დასწრება, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში, მომდევნო კვირებში დაიგეგმება. სხვა საჩემპიონატო ტურებში და ოლიმპიადებზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ეტაპობრივად გამოცხადდება. ჰაბის საქმიანობა ხორციელდება პარტნიორების მხარდაჭერით: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, Lineate, EPAM და დეველოპერული კომპანია Blox. პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მიზნად ისახავს ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენას, განვითარებასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ტექ ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია …









