ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში – ახალი საბაკალავრო პროგრამა BTU-ში!
ტექნოლოგიები ვითარდება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში, იცვლება მეთოდოლოგია, ჩნდება ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, AI და ნეირომეცნიერება, კიბერფსიქოლოგია, ციფრული ადიქცია, ციფრული ანთროპოლოგიის ცნება და სხვა. ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია 21-ე საუკუნეში. BTU-მ შეიმუშავა ინოვაციური, ახალი საბაკალავრო პროგრამა ,,ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში” რომლის აკრედიტაციის პროცესი უკვე დასრულებულია, სტუდენტების პირველი ნაკადი კი 2025 წლის სექტემბერში მიიღება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1950106
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი ( Bachelor of Psychology )
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
- პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
საგნები, რომლითაც ბარდება ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ინგლისური ენა;
- მათემატიკა, ისტორია ან ბიოლოგია
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.