ვლადიმერ სვანაძე
საჯარო მმართველობის დოქტორი ვლადიმერ სვანაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის თანამდებობას.
გარდა აკადემიური საქმიანობისა, აქვს საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ვლადიმერს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, მისი ავტორობით იბეჭდება სამეცნიერო ნაშრომები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. არის სხვადასხვა პროფესიული ღონისძიებისა და პროექტის მონაწილე.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.