თეა თოდუა
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი თეა თოდუა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია და კითხულობს სალექციო კურსს „ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები“. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში და მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სხვა ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტის მონაწილე, მივლინებული იყო დიდ ბრიტანეთში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობა სწავლების მიზნით.
2020 წლიდან არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი.
თეა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.