თამილა კეპულაძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი თამილა კეპულაძე არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ეკონომიკისა და მენეჯმენტის დოქტორი (Univerzita Tomáše Bati ve Zlíně).
თამილას ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 110-ზე მეტი პუბლიკაცია საქართველოსა და უცხოეთში, მათ შორის ჟურნალებში: Scopus და Web of Science. თამილა არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და პროექტის მონაწილე.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და ჩეხურ ენებს.