![გიორგი-კუჭავა გიორგი-კუჭავა](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2022/07/giorgi-kutchava-200x200.jpg)
გიორგი კუჭავა
ბტუ-ს პროფესორი გიორგი კუჭავა ფლობს ინჟინერიის დოქტორის აკადემიურ ხარისხს ინფორმატიკაში. არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. გიორგის გავლილი აქვს ტრენინგები პროფესიული მიმართულებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს Python-ის კურსს და მომზადებული აქვს კურსის რიდერი. 2011-2013 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი.
გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.