ოთარ ანთია
ოთარ ანთია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრისა (კონცენტრაციით ენერგო- მენეჯმენტი) და ნახშირბადის ფინანსების მაგისტრის ხარისხებს. ამავდროულად, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
ოთარ ანთიას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორებში წამყვან პოზიციებზე. იგი აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით და უშუალოდ იყო ჩართული ისეთი მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებაში, როგორებიც არის “აწარმოე საქართველოში”, ‘’ COVID-19 ვაქცინის COVID-19 ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი’ (ADB) და ‘სოციალური უსაფრთხოება COVID-19 პანდემიის კონტექსტში – პროექტი’ (KfW). ოთარ ანთია არის გერმანული ფონდის ‘’Sparkassenstiftung Georgia’’-ს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონსულტანტი, გარდა ამისა ის არის შვედეთის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის მწვანე ფინანსების ექსპერტი. იგი ასევე გახლდათ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მწვანე ზრდის კონსულტანტი და მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოში პირველი ვიდეოლექციების კურსი ”ბიზნესი და მდგრადი განვითარება”. გარდა ამისა, იგი აქტიურად იყო ჩართული USAID-ის, UNDP-ის, UNIDO-ს, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და KfW-ს პროექტებში.
ამჟამად ოთარ ანთია არის ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მწვანე გარდაქმნის პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაში. იგი, ასევე, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის თანადამფუძნებელია. ოთარ ანთია წლებია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლიდერობის, ორგანიზაციული ქცევის, მენეჯმენტისა და მდგრადი ფინანსების მიმართულებით. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო და დარგობრივი კონფერენციის მუშაობაში საქართველოში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, იაპონიასა და აშშ-ში.
ოთარ ანთია იყო ერასმუს მუნდუსის აკადემიური გაცვლითი პროგრამის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ”თავისუფლების მხარდამჭერი აქტისა” და Chevening -ის აკადემიური გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი, მიღებული აქვს საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები.