მარიამ მერაბიშვილი
მარიამ მერაბიშვილი არის აგრარული მეცნიერებების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული, ასისტენტ-პროფესორი, „Tech Women Community“-ის აქტიური წევრი, „European Association of Research Managers and Administrators“ (EARMA)-წევრი, “Rem Tech Europe Ambassadors 2025”-საქართველოს ელჩი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.
15 წლის განმავლობაში, მარიამ მერაბიშვილი, აქტიურად საქმიანობს აკადემიურ, სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ სფეროებში თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების, აგრობიოტექნოლოგიის, კლიმატის ცვლილების და ეკოლოგიის მიმართულებით.
მარიამ მერაბიშვილი, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 25-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, 1-წიგნის თანაავტორი, 35-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, არაერთი პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე და სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე, მკვლევარი და მენეჯერი.