დავით ჩქოტუა
დავით ჩქოტუა არის ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. 10 წელზე მეტია ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ბიზნეს სექტორში და აქვს შექმნილი საავტორო კურსები მეწარმეებისტვის. იგი გახლავთ მარკეტინგის არქიტექტორი და სტრატეგი, 13+ წლიანი გამოცდილებით. აქვს ბიზნესისთვის სხვადასხვა სექტორში, უძრავ ქონების, განათლების, რითეილის და კრეატივის მიმართულებით, მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების მართვის დიდი გამოცდილება. მარკეტინგის კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქმნის შემეცნებით კონტენტს და აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა გამოცემისთვის.