2025 წელი
YS-25-1468, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტები
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ავტორი: ბტუ-ს აფილირებული პროფესორი ცოტნე ჟღენტი
„შრომის ტრანსფორმაცია: როგორ ცვლის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს როლებს საქართველოში“
პროექტი შეისწავლის, თუ როგორ ახდენს AI სამუშაო პოზიციების ტრანსფორმაციას საქართველოში, მათ შორის როგორ ხდება არსებული როლების გაფართოება, გაღრმავება, გადაკეთება, შერწყმა და საერთოდ ახალი სამუშაო სამუშაო პოზიციების შექმნა. კვლევა დაეფუძნება არსებულ დასაქმების ბაზებს. პროექტის შედეგად, გათვალისწინებულია სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება და პრაქტიკული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
YS-25-2542 ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტები
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ავტორი: ბტუ-ს ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე სბორშჩიკოვი
„მიწისძვრების შორის ინტერვალების დროში განაწილების ანალიზი/ენგურის თაღოვანი კაშხლის დეფორმაციის მონაცემების გამოყენება“
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში გამოკვლეული იქნება მიწისძვრების დროში განაწილების საკითხი, ენგურის კაშხლის სეისმური მონაცემები, ფუძეში გადაადგილება (დეფორმაცია), დახრა და წყლის დონის ცვლილება. პროექტის ინტერესის საგანია მიწისძვრების დროში განაწილების, ცვალებადობის საკითხი. შემოთავაზებული კვლევა ახალია როგორც საკითხის დასმის ასევე გამოყენებული თანამედროვე მიდგომებისა და მონაცემთა ანალიზის მეთოდების მიხედვით.
PHDF-25-204, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ავტორი: ბტუ-ს დოქტორანტი ნათია ხუხუნაიშვილი
„გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უნარებზე მოთხოვნა საქართველოში: ვაკანსიების ემპირიული ანალიზი“
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შრომით ბაზარზე GenAI-სთან დაკავშირებულ კომპეტენციებზე მოთხოვნის დინამიკის ემპირიულ შეფასებას ვაკანსიების ანალიზის საფუძველზე. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) სწრაფი გავრცელება არსებითად გარდაქმნის შრომით ბაზრებს მთელ მსოფლიოში, რაც განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის მისგან გამომდინარე უნარებზე მოთხოვნის შესწავლას, განსაკუთრებით განვითარებად ეკონომიკებში, როგორიცაა საქართველო. მიღებული შედეგები პრაქტიკულად გამოსადეგი იქნება პოლიტიკის შემქმნელებისთვის, აკადემიური სექტორისთვის, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლებისთვის. კვლევის მიგნებები გავრცელდება რეცენზირებად სამეცნიერო პუბლიკაციისა და შემაჯამებელი ანგარიშის სახით, ასევე სამეცნიერო კონფერენციებსა და ციფრული არხების მეშვეობით.
PHDF-24-6713, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ავტორი: ბტუ-ს დოქტორანტი მაგდა ბერუაშვილი
„მოდელის შემუშავება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრაციისთვის მართლმსაჯულების სისტემაში“
კვლევის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიანობას, დროულობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მიდგომას. კვლევა ეფუძნება PICO ჩარჩოს, მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ, ტექნოლოგიურ პრაქტიკის სიღრმისეულ
ანალიზს. შემუშავებული მოდელი, შესაბამისობაშია საქართველოს სამართლებრივ რეალობასთან და ემსახურება პროცესების ოპტიმიზაციას.
PHDF-24-1062, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ავტორი: ბტუ-ს დოქტორანტი ნინო უგრეხელიძე
„ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობების კვლევა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“
კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მზაობის შეფასებას ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის. კვლევა ეფუძნება შერეულ მეთოდოლოგიას და აერთიანებს სასკოლო საზოგადოების ძირითადი აქტიორების ჩართვას და ექსპერტულ ინტევიუებს. თეორიული ჩარჩო იძლევა ტექნოლოგიური და ქცევითი ფაქტორების სიღრმისეულ ანალიზს. კვლევა ფოკუსირებულია მასწავლებელთა კომპეტენციებზე, მოსწავლეთა ციფრულ წიგნიერებაზე, მშობელთა დამოკიდებულებებსა და სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოზე. შედეგები გამოყენებული იქნება პრაქტიკული რეკომენდაციებისა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის.
2022 წელი
YS-22-565, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტები
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ავტორი: ბტუ-ს აფილირებული პროფესორი ცოტნე ჟღენტი
„ციფრული ნდობის ფორმირება საზიარო ეკონომიკაში — ტრანსფორმაცია ციფრული ეკონომიკისკენ (საქართველოს მაგალითზე)“
პროექტი იკვლევდა საზიარო ეკონომიკის როლსა და მნიშვნელობას საქართველოში, არსებული ბიზნეს მოდელების ანალიზით და იმ ბარიერების გამოვლენით, რომლებიც ხელს უშლის პროდუქტების/სერვისების საზიარო გამოყენების ციფრული მეთოდების დანერგვას. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია ინგლისურ ენაზე. (ბმული 1, ბმული 2) და ერთი მონოგრაფია ქართულ ენაზე (ბმული). პროექტის კვლევითი მიგნებები, ასევე ინტეგრირდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ სასწავლო კურსების სასწავლო მასალებში.