ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებული ანალიტიკური ანგარიშები კომპანიებისთვის
კომპანიის შიდა პროცესებისა და მაჩვენებლების ანალიტიკა აუცილებელია კომპანიის ეფექტური მართვისთვის – გადაწყვეტილებების მიღებისთვის, კომპანიის მუშაობის შეფასებისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის. კომპანიის შიდა ანალიტიკური ანგარიშები ხშირად იკვლევს ბიზნეს ოპერაციების კონკრეტულ ასპექტებს და განკუთვნილია მაღალი მმართველობითი დონისთვის. აღნიშნული ანგარიშების წარმოების პროცესში ხელოვნული ინტელექტის გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და გარდაქმნის მონაცემებს სტრატეგიულ აქტივად.
სწორედ ამ მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შესაძლებელს ხდის კომპანიებისთვის ეფექტურად დააინტეგრირონ ხელოვნული ინტელექტი ბიზნეს პროცესებში, დანერგონ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანგარიშგება და შედეგად, უზრუნველყონ კომპანიის სწრაფი ზრდა და განვითარება.
მიმართულებები, რომლების ანალიზიც შეიძლება განხორციელდეს ხელოვნული ინტელქტის მეშვეობით არის შემდეგი:
- ძირითადი შესრულების ინდიკატორები (KPI):
- თითოეული დეპარტამენტისთვის, ან გუნდისთვის შესაბამისი KPI-ების გაზომვა და ანალიზი;
- მიმდინარე სამუშაოს შესრულების შედარება დადგენილ ნიშნულებთან, ან მიზნებთან.
- ოპერაციული ეფექტურობა:
- შიდა პროცესებისა და სამუშაოს მიმდინარეობის შეფასება;
- შეფერხებების, არაეფექტურობისა და იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომელთა გაუმჯობესებაც შესაძლებელია.
- ბიუჯეტისა და ხარჯების ანალიზი:
- ბიუჯეტირებული და ფაქტობრივი შემოსავლების ანალიზი;
- საბიუჯეტო ასიგნებებისა და ფაქტობრივი ხარჯების შემოწმება;
- ვარიაციის ანალიზი დაგეგმილ და რეალურ ხარჯებს შორის განსხვავების გასაგებად.
- გაყიდვებისა და შემოსავლების ანალიზი:
- გაყიდვების შედეგების დაყოფა პროდუქტის, რეგიონის ან მომხმარებლის სეგმენტის მიხედვით.
- ფასების სტრატეგიებისა და შემოსავლების ტენდენციების შემოწმება.
- მომხმარებელთა კმაყოფილება და უკუკავშირი:
- მომხმარებელთა უკუკავშირის, გამოკითხვებისა და „საფორთთან“ კომუნიკაციის ანალიზი.
- მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირება.
- თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება და განვითარება:
- თანამშრომელთა მომზადების პროგრამების შეფასება;
- უნარების ნაკლებობის იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების რეკომენდაციები.
- ტექნოლოგია და IT ინფრასტრუქტურა:
- IT სისტემების, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ანალიზი;
- რეკომენდაციები ტექნოლოგიის განახლების ან გაუმჯობესებისთვის.
- გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ასპექტები:
- კომპანიის მუშაობის შეფასება ისეთ სფეროებთან მიმართებაში, როგორიცაა მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა.
- ფინანსური ანალიზი, მომგებიანობა და გადახდისუნარიანობა:
- მოგება-ზარალის ანგარიშგებისა და მომგებიანობის ანალიზი;
- ბალანსის სტრუქტურისა და საოპერაციო ციკლის ანალიზი;
- Slow Moving Inventory-ის ანალიზი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი (CashFlow);
- გადახდისუნარიანობისა და ლევერიჯის ანალიზი;
- გადახდისუნარიანობისა და ზოგადი ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი (DSCR, DEBT/EBITDA, DEBT/EQUITY, ICR, ROE, ROA, Asset turnover).
- კონკურენტებთან შედარება:
- ფინანსური ანგარიშგებებისა და კოეფიციენტების შედარებითი ანალიზი ბაზარზე არსებულ ძირითად მოთამაშეებთან.
აღნიშნული ანალიტიკა გადამწყვეტია კომპანიის შიდა მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვადასხვა დეპარტამენტები შეესაბამებიან საერთო ორგანიზაციულ მიზნებს. ანალიტიკური ანგარიშების ფორმატი და სიღრმე შეიძლება განსხვავდებოდეს კომპანიის ხელმძღვანელობის სპეციფიკური საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით.