მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.
2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center (MTC)-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. MTC-ის აფილირებული ექსპერტები BTU-ს აუდიტორიისთვის სისტემატიურად მართავენ ვებინარებს და ვორქშოფებს, ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტის შემუშავებაში და აზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას. აღნიშნული წევრობის ფარგლებში BTU-ს ინიციატივით ქართულად ითარგმნა და დაიბეჭდა ორი წიგნი: ბილ ოლეტის “გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ” და ბრედ ფელდისა და ჯეისონ მენდელსონის “ვენჩურული გარიგებები”. MTC-ს წევრობის გარდა BTU გახდა MIT-ს პირველი რეგიონული პარტნიორი პროგრამა “გლობალური სტარტაპ ლაბის (GSL)” ფარგლებში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში BTU-მ უმასპინძლა GSL აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც MIT-ს სტუდენტები უძღვებოდნენ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი კურსიდან სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და ერთვებიან ინკუბაციის პროცესში. მეწარმეობის მოდულების მთავარი მიზანია სტუდენტებს გააცნოს ყველა ის ეტაპი რაც ახალი ბიზნესის წამოწყებასთან არის დაკავშირებული. Სტუდენტები გადიან იდეების გენერირებიდან მის კომერციალიზაციამდე საჭირო ყველა ნაბიჯს და აგროვებენ საკუთარი სტარტაპის წამოწყებისთვის აუცილებელ უნარებსა და ცოდნას. მეწარმეობის კურსები შემუშავებულია BTU-სა და ჰენლის ბიზნეს სკოლას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის სასწავლო მასალა, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტშია დანერგილი. გარდა ამისა კურსებს ყოველწლიურად ემატება სხვა საერთაშორისო წამყვანი უნივერსიტეტებისგან მოპოვებული მასალა (მაგ. MIT), რაც ნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეწარმეობის საგანი ისწავლონ იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა აღიარებული.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შექმნილია კურსი “პრაქტიკული ბიზნეს პროექტი”, რომელიც სტუდენტების მიერ რეალურ პრობლემაზე დაფუძნებული ბიზნეს გეგმის განვითარებას გულისხმობს. კურსის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება აქვთ ჯგუფურად იმუშაონ ხელმძღვანელთან, დაესწრონ სხვადასხვა ვორქშოპებსა და სემინარებს, კურსის ბოლოს კი წარადგინონ საკუთარი იდეა სპეციალური კომისიის წინაშე. პრაქტიკული ბიზნეს პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
მეწარმეობის კურსის ლექტორები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში:
- თამთა გველესიანი
- ანი ვაშაყმაძე
- ანა გუგუშვილი
- თორნიკე ცირამუა
- გიორგი ქანთარია
- გიორგი ხატიაშვილი
- ქეთევან ებანოიძე
- ლია გუბაშვილი
- სანდრო ვეფხვაძე
- თორნიკე ჯობავა
- ირო ცაგარეიშვილი
მეწარმეობის ცენტრის აქტივობები და სერვისები
მეწარმეობის ცენტრი სტუდენტებს, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი ვებინარები, ტრენინგები, სტარტაპ ბანაკები, კვალიფიციურ მენტორებთან ინდივიდუალური კონსულტაციები და სხვა მათთვის საჭირო სერვისები. პროექტ ბიზნეს კლინიკის ფარგლებში, ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს მასტერკლასებს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ, ატარებს კვლევებსა და გადამზადების სხვადასხვა მოდულებს. ბიზნეს კლინიკა ვებინარებითა და ინდივიდუალური კონსულტაციებით ფარავს ისევ თემებს როგორიცაა: ციფრული პროდუქტის დიზაინი, UX/UI დიზაინი, ტექნოლოგიური პროექტების მართვა Agile და Scrum მეთოდოლოგიით, ციფრული მარკეტინგის უახლესი ტენდენციები და სხვა.
ცენტრი აღნიშნულ აქტივობებს სხვადასხვა კომპანიებისთვისაც აორგანიზებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ მეწარმეობის ცენტრს და აირჩიონ მათთვის სასურველი სერვისი. სერვისის/პროგრამის შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული პარტნიორი ორგანიზაციის პრიორიტეტების შესაბამისად.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, სტარტაპებსა და ბენეფიციარებს ინდივიდუალურ მენტორინგს, სხვადასხვა აქტივობაში, პროექტსა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ: [email protected]
განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტუდენტური სტარტაპებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა Pre-Seed Funding საგრანტო პროგრამა აამოქმედა.
5000 ლარის ოდენობის გრანტით, დაფინანსდება სტარტაპების დემო დღის გამარჯვებული სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ჟიურის წინაშე, საკუთარ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ სტარტაპ იდეას და შესაბამის ბიზნესგეგმას წარადგენს.
სტარტაპების დემო დღე, BTU-ში ყოველწლიურად ტარდება. შერჩეული საუკეთესო სტარტაპ იდეები, კონკურსის ფარგლებში საერთაშორისო ჟიურის წევრებს წარედგინება, სტუდენტები იღებენ საპარტნიორო შემოთავაზებებს საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციებისგან და ინვესტორებისგან. BTU სტარტაპების დემო დღის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, ღონისძიებას უერთდებიან საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოპარკების წარმომადგენლები, ბიზნეს აქსელერატორები, საინვესტიციო ფონდები.
Pre-Seed Funding საგრანტო პროგრამამ პირველი გამარჯვებული სტარტაპი “KIKLIKO” 2022 წელს გამოავლინა.
- Ani Vashakmadze – „Georgia’s economic development snapshot and recommendations for promoting entrepreneurial businesses in Georgia and UK
- მარიამ ლაშხი – ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის
- ვახტანგ ჩქარეული და ცოტნე ჟღენტი – კაპიტალის ბაზრის ფორმირება საქართველოში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობები მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე
- სოფო ოგბაიძე (კონსულტანტი: ელენე თოიძე) – შემოქმედებითი ინდუსტრიის საჭიროებების შეფასება საქართველოში
- ლადო სირდაძე – საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, სტარტაპ სტატუსი და სხვა მექანიზმები
- 500 Startups Georgia Demo Day
- The single biggest reason why startups succeed – Bill Gross
- Start With Why – Simon Sinek
MIT
- MIT Center for Entrepreneurship
- Free Antifragile Entrepreneurship Series
- Entrepreneurship Speaker Series
- MIT REAP
- MISTI
Said Business School – Oxford University & Wharton
Videos:
- Wharton Business School – Entrepreneurs Workshop
- Saïd Business School – Distinguished Speaker Series
- Saïd Business School – Inspiring Women Talks
- Wharton Business School – Business Plan Writing 101
დამატებითი რესურსებისთვის, იხილეთ მეტი