გლობალური სტარტაპ ფონდი
„სილიკონ ველი თბილისისა“ და „ისრაელის სილიკონ ვადის“ პარტნიორობის ფარგლებში გლობალური სტარტაპ ფონდი დაფუძნდა. გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების პროცესის მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.
ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს
აქტუალურიტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური
აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი.
განიხილება აგრეთვესხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.
აქტუალურიტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური
აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი.
განიხილება აგრეთვესხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.
გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიებისსააგენტო,
რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.
რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

ისრაელის სილიკონ ვადის
ინვესტორი/მენტორები, რომლებიც გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში
შეხვდნენ სტარტაპებს

ბოაზ ინბალი
wix.com ერთერთი დამფუძნებელი და მისი ინოვაციური ცენტრის გენერალური მენეჯერი.
→Wix.com უზრუნველყოფს ვებგვერდების შესაქმნელ ბლატფორმას მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის. ინოვაციური ცენტრის მიზანია ინოვაციური და ნიჭიერი სტარტაპების აღმოჩენა და ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარება. ბოაზ ინბალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მულტიდისციპლინარული და მულტიკულტურული პროექტების მართვის.

მენი ბენიში
არქი ჯგუფის დირექტორი, საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში, YTONG - საბჭოს წევრი, Benish Group დამფუძნებელი. გაყიდვებსა და მარკეტინგში 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მენი ბენიშის სპეციალიზაცია ონლაინ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგშია. 2007 წელს, მან დააფუძნა Benish Group, რითიც აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიურად, მისი გუნდი ირჩევს ინოვაციურ სტარტაპებს და ახორციელებს მათში ინვესტირებას. მენი ბენიში გლობალური სტარტაპ ფონდის დამფუძნებელია.

დავიდ ზერა
მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით, ზერა ერთერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველია სტარტ
აპის Screenz -https://scrnz.com/ Screenz ქმნის
ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო
კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა ისეთი შოუები
როგორიცაა: Big Brother, Master Chef, 101 Ways to Leave a Game Show,
The Million Pound Drop, Hell’s Kitchen, The
Taste, და Rising Star. Screenz სტრატეგიული
პარტნიორები არიან Google, ICM და Red
Arrow. დავიდ ზერა აგრეთვე მუშაობს ისეთ მსხვილ
სტარტაპებთან, როგორებიცაა: PAYLIX,
Interatech, Monday.com

გიორა ინბარი
მეწარმე და ბიზნესმენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სამრეწველო კომპანიების მართვის დიდი გამოცდილებით. "Kaman Holding"-ის თანა-დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს 30 ინდუსტრიულ, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ კომპანიას. ჰოლდინგის შვილობილია კომპანია "Mendelson Ltd", სადაც გიორა ინბარი ხელმძღვანელობდა 8 კომპანიის სავაჭრო და ოპერაციულ მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. გიორა ინბარი არის სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია "Ofaky Denish"-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

რონენ მარკოვიჩი
კომპანია "Eshel, Marcovich & Cohen"-ის დამფუძნებელი და მმართველი. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია "Boyya – Invest LLC"-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი საინიციატივო კამპანიის მენეჯერი და პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ტეხასსა და ნიუ-იორკში). ქვეითი ბატალიონის მეთაური რეზერვში. ქალბატონი ლინ შნაიდერის რწმუნებული ისრაელში, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია Yeladim Shelanu-ში და Schneider Children’s-ის სამედიცინო ცენტრში. "Sami Shamoon College of Engineering"-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.

იარონ შაინმანი
კომპანია "Solutum
Technologies" თანა-დამფუძნებელი, ინვესტორი, თავმჯდომარე
და აღმასრულებელი დირექტორი. სამუშაო გამოცდილება: Matrix (TASE:
MTRX)-ის კომპანია "Cambium", "Tapingo" (მფლობელი:
Grubhub (NYSE- GRBH)), "Teridion", "Veloquant", "Juno";
კომპანია "RR Media (Nasdaq: RRM)"-ის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
კომპანია "Ananey Communications"-ის თავმჯდომარე. კომპანია "BVR
Technologies" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ისრაელის საჰაერო
ინდუსტრიის ყოფილი დამოუკიდებელი კონსულტანტი საავიაციო
სისტემების განვითარების მიმართულებით. ისრაელის საჰაერო ძალების
სამხედრო პილოტი.
100-მდე დარეგისტრირებული
სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდნენ
ინვესტორებს პირისპირ და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე
ესაუბრათ.
1. Lingwing -
უცხო ენების შესასწავლი ონლაინ პლატფორმა. აპლიკაციის შემქმნელები
აცხადებენ, რომ აპლიკაციის ერთი საათის განმავლობაში
გამოყენების შემდეგ, მომხმარებელს
შეუძლია უცხო ენაზე მარტივი წინადადებებით საუბარი.
2. Echo - სტარტაპი, რომელმაც შექმნა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება
სმენადაქვეითებული ადამიანების კომუნიკაციისთვის. 466 მილიონიანი
სეგმენტისთვის, გადაწყვეტილება
საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას
საგანმანათლებლო თუ სხვა მიზნებისთვის.
3. Gymstinct - სტარტაპი,
რომელმაც შექმნა ფიტნეს ტექნოლოგია და თანამედროვე ინტელექტუალური თუ
ციფრული შესაძლებლობებით ამდიდრებს მომხარებელთა
გამოცდილებას.
4. Influence Georgia - მონაცემებზე დაფუძნებული ინფლუენსერ მარკეტინგის
კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ
ქსელში გავლენიან ადამიანებს დააკავშირებს მათ ბიზნესთან.
5. Deep Whale Search (DWS) - სტარტაპი, რომელმაც შეიმუშავა ინსტრუმენტი კრიპტო
ტრეიდერებისთვის და ანალიტიკაზე მომუშავე
კომპანიებისთვის. კომპანიას აქვს ალგორითმი რომელიც ეძებს
ყველაზე პოპულარ ბლოკჩეინს, ტრანზაქციებს და ქმნის სისტემის
ბაზას.
6. My Doc -
სტარტაპი, დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტსა და
მანქანურ სწავლებაზე, რომელიც აერთიანებს საკომუნიკაციო სისტემებს და
სამედიცინო გამოცდილებას.
7. B2C - ხელოვნურ
ინტელექტზე დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატრორმა, რომელიც 5
წუთში გამზადებულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.
8. Mostat - სტარტაპი, რომელიც აწარმოებს ჭკვიან გადაწყვეტილებას
გათბობის სისტემების განრიგის ოპტიმიზაციისთვის.
9. Skitty NFC სტარტაპი, რომელმაც
შექმნა დროებითი ტატუ, რათა საშუალება მისცეს მფლობელს
გადაიხადოს POS ტერმინალებზე, მასში ჩაწეროს სხვადასხვა ორგანიზაციის
საშვი თუ აბონემენტი.
10. Optio AI - ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული პირადი ფინანსური მრჩეველი, რომელიც ხელოვნური
ინტელექტისა და ჩათბოტების საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის
როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების
მართვის პროცესს.
გლობალური სტარტაპ ფონდის
პირველ სესიაზე, საბოლოოდ, ქართულმა სტარტაპ კომპანიამ
INFLUENCE GEORGIA-მ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ებრაელი
ინვესტორის, დავიდ ზერასგან მიიღო და შედეგად, 1 300 000 ლარიანი
დაფინანსება მოიპოვა.
ინფორმაცია გლობალური სტარტაპ ფონდის
ინვესტორების მიერ, მეორე სესიის ფარგლებში შერჩეული სტარტაპების
შესახებ:
- Phubber App - “ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის
ფაბერი არის ციფრული პლატფორმა, მარკეტფლეისი,
სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. Phubber-ის აპლიკაციის
მიზანია, მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში და ის
იძლევა საშუალებას გაყიდოთ არასასურველი ან გამოუყენებლი ნივთები,
მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და იყიდოთ, აღმოაჩინოთ თქვენთვის
სასურველი.
- Lingwing.com - უცხო ენების შესასაწავლი ინტერაქტიული აპლიკაცია
Lingwing.com-ის
მიზანია დაეხმაროს ადამიანებს აითვისონ უცხო ენა ევროკავშირის ენის
ფლობის სტანდარტების შესაბამისად და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ
დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. Lingwing-ზე სწავლა
თავიდანვე პტაქტიკით იწყება - წერით ან საუბრით. დამწყებსაც კი, უცხო
ენაზე ამეტყველება დაახლოებით ერთ თვეში შეუძლია.
Lingwing.com-ზე 170 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული და 250%-იანი ყოველწლიური ზრდა აქვს. ამ წელიდან კომპანია 4 ახალ უცხოურ ბაზარზე შესვლას აპირებს.
Lingwing.com-ზე 170 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული და 250%-იანი ყოველწლიური ზრდა აქვს. ამ წელიდან კომპანია 4 ახალ უცხოურ ბაზარზე შესვლას აპირებს.
- Biliki App - უფასო, პერსონალიზებული მოგზაურობის გზამკვლევი აპლიკაცია
საქართველოს ტურისტული მარშუტების აპლიკაციაა,
რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობა გახდეს დაუვიწყარი.
აპლიკაციის გამოსაყენებლად, საჭიროა ანგარიშის შექმნა. შემდეგ,
შესაძლებელია პერსონალური ინტერესების მონიშვნა - იქნება ეს ქალაქის
ტური, კულტურული, შოპინგ, OFF-ROAD, ღვინის ტური, ღამის ცხოვრებისა თუ
საფეხმავლო ტურები. აპლიკაცია იძლევა პირადი ანგარიშის გარეშე
გამოყენების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ შემთხვევაში, ბილიკი ვერ
გაძლევთ რჩევებს, რაც Biliki App-ის მთავარი იდეაა. თუ ადამიანს არ
აქვს გადაწყვეტილი, რა სახის ტურითაა დაინტერესებული, აპლიკაცია თავად
სთავაზობს ალტერნატივების ჩამონათვალს. ტურის არჩევის შემდეგ,
შესაძლებელი ხდება ყველა ინფორმაციის ნახვა - მარშუტის რუკა, ამინდი,
საჭირო დრო და მანძილი, ინფორმაცია ადგილის შესახებ, მანქანის
დაქირავების შესაძლებლობა, ბანკომატები, გაზგასამართი სადგურები,
ყველა საჭირო დანიშნულების წერტილი და რჩევები იმის შესახებ, თუ რისი
წაღებაა სასურველი კონკრეტულ ტურზე.
Anima Chatbotics აერთიანებს ანტრეპრენერებს,
პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი მიზნის ქვეშ- შეიქმნას
ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ.
“ჩეთბოტები”. აქედან გამომდინარეობს დასახელებაც: Chatbotics -
პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა,
ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს. ტექნიკურად
კარგად გამართული ციფრული თანამშრომელი, რომელსაც ამბის თხრობა
შეუძლია და მდიდარი ლექსიკონი აქვს - მოსაუბრეების გადმოსახედიდან
თითქოს “სულს” იძენს. მოცემულ ეტაპზე Anima Chatbotics მუშაობს ბევრ
სხვადასხვა ტიპის პროექტზე, მათ შორის: 1 - ქალაქის ჩეთბოტი, 2 -
გარდაცვლილი ადამიანების აციფრულების არქიტექტურა და 3 - მზა ციფრული
ასისტენტები, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა გააჩნიათ ამა თუ იმ
ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია
დაიქირავოს მსგავსი თანამშრომელი.
- New Technologies and Innovation Group LLC (Best Offer)
BEST OFFER-ის მიზანია
დააკავშიროს დაინტერესებული მხარეები (მყიდველი და გამყიდველი)
მარტივი და მოქნილი გზით. კომპანია უზრულვეყოფს, რომ გამყიდველმა
დაამყაროს ურთიერთობა უშუალოდ მყიდველთან, რომელიც დაინტერესებულია
კონკრეტული პროდუქტით/სერვისით და ამავდროულად ეფექტურად წარმოაჩინოს
კონკურენტული უპირატესობები.
- Villam