ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: სალექციო კურსების შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წელი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას (820 ევრო) + დღიურ სტიპენდიას 160 ევროს ოდენობით
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებული პროფესორები წინასწარი თანხმობის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის მათივე მიმართულების აკადემიურ პერსონალს, გაუგზავნონ CV და შევსებული მობილობის ხელშეკრულება (იხილეთ დანართი) და სთხოვონ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით დამოწმება.
ესპანეთიდან ხელმოწერილი ფორმის მიღების შემდეგ, [email protected]ზე უნდა გამოგვიგზავნოთ მობილობის ხელშეკრულება ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით დასამოწმებლად.
ფინალურ ეტაპზე ივსება სპეციალური ონლაინ აპლიკაცია და იტვირთება ორმხრივად ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება აპლიკანტის პასპორტთან ერთად.
ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 15 ივნისი.
კანდიდატების შერჩევას ონლაინ სააპლიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ ახდენს ესპანური მხარე.