ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია BTU-ს საქმიანობაზე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს BTU-ს გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების რაციონალური გამოყენება – განვითარებით.
[email protected]
[email protected]
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სისტემის განვითარება, საერთაშორისო, საქართველოში მოქმედ და შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ინსტიტუციური მდგრადობის ხელშეწყობა.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ფუნქციაა BTU-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ორგანიზება და სასწავლო პროცესის ადმინისტრირება, სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ფინანსები) – [email protected]
საინფორმაციო ტექნოლოგიები – [email protected]
სამაგისტრო პროგრამები – [email protected]
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი ფოკუსირდება კვლევებზე ციფრული ეკონომიკის, ციფრული მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ახორციელებს აქტივობებს და პროექტებს.
[email protected]
განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ინსტიტუციებთან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისა და სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით.
სამსახურის მიზანია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა და საგრანტო დაფინანსების მოპოვება ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და ზოგადად ქვეყნის განათლებისა და ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით.
მარკეტინგის სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის პოპულარიზაცია, BTU-ს საგანმანათლებლო საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების, ღონისძიებების, პროექტების და სხვ. შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, სემინარების, ტრეინინგების და სხვ. ორგანიზება; BTU-ს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სახის მასალების მომზადება და გავრცელება
მეწარმეობის ცენტრი ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს, მცირე და საშუალო მეწარმეს ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. სტარტაპ ბუთქემფები, ტრენინგები, ვორკშოფები, ჰაკათონი, აქსელერაციის პროგრამები, მეწარმეობის რეგიონული კვლევა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა და ციფრული საწარმოების მხარდაჭერა, ცენტრის გაცხადებულ აქტივობებს წარმოადგენს.
კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს სტაჟირებისა და დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები, ვებინარები და საინფორმაციო შეხვედრები. განახორციელოს უწყვეტი განათლების პროგრამა და სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ.
BTU-ს საფინანსო სამსახური მიზანია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესში ფინანსური სტაბილურობის სწორი შეფასება და მის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. სამსახური ახორციელებს უნივერსიტეტის ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებას, მონაწილეობს ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების კონტროლის პროცესში, ახორციელებს საბუღალტრო და საბიუჯეტო ოპერაციებს და კომპეტენციის ფარგლებში სხვა მასზე დაკისრებულ ფუნქცია მოვალეობებს.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიზანია, საქართველოს შრომის კანონმდებლობის ნორმების დაცვით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისრაციული და დამხმარე პერსონალის მართვის და საკადრო პოლიტიკის გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა და რეალიზება – ორგანიზება, მართვა, კოორდინირება და კონტროლი. სამსახურის ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფს BTU-ში შინაგანაწესის შესრულებაზე და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლს და სამახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში.
კანცელარიის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
[email protected]
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესების გამარტივება.
გარდა ამისა, მონაწილეობას იღებს და აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის აქტივობებში, რომ მოახდინოს ტექნოლოგიების ინტეგრირება და პროცესების გამარტივება.
იურიდიული სამსახურის მიზანია ბტუ-ს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, კერძოდ, ბტუ-ს კანონიერი ინტერესების დაცვა; სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით ბტუ-ს მიზნების განხორციელების და ბტუ-ს გამართული ფუნქციონირების სამართლებრივი მხარდაჭერა. სამსახურის ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად, ამზადებს შიდა ადმინისტრაციულ აქტებს, შეისწავლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, სამართლებრივად არეგულირებს და უზრუნველყოფს ბტუ-ში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე ახორციელებს ბტუ-ს მიერ ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების და სხვ. დადებას მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მათი სამართლებრივი ექსპერტიზის საფუძველზე. სამსახური შეისწავლის ბტუ-ს თანამშრომელთა, სტუდენტთა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს, საჩივრებს და პრეტენზიებს, შემოსულ და გასაგზავნ კორესპონდენციას, ბტუ-ში გამოცემული ბრძანებებსა და განკარგულებებს, რომლებიც საჭიროებს სამართლებრივ რევიზიას.
[email protected]
ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მიზანია ბტუ-ს შენობა-ნაგებობების, მიმდებარე ტერიტორიის, ინვენტარის და აღჭურვილობის მდგომარეობის და ექსპლუატაციის წესების დაცვის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული მოიცავს მათ ყოველდღიურ, ექსპლუატაციის საწყის პერიოდში, შუალედურ და სეზონური კონტროლს, შეკეთებას და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებას.
სამსახურს ხელმძღვანელობას უწევს სამსახურის უფროსი, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად, ახორციელებს ბტუ-ს საკუთრებაში არსებული აღჭურვილობის შენახვის და ექსპლუატაციის ნორმების შემუშავებას, ნორმატიული დოკუმენტების და საექსპლუატაციო ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილობის განთავსებას და ექსპლუატაციის პირობების შესრულების კონტროლს. ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების აღრიცხვა-დაგეგმვას და კონტროლს სამუშაოს ხარისხზე და დროულად შესრულებაზე. სამსახურს ასევე ევალება კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების კონტროლი (ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, ვიდეოკონტროლის მოწყობილობების, გასასვლელების და სათადარიგო გასასვლელების მდგომარეობა, სხვ.) და ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის შეკეთებისთვის აუცილებელი სათადარიგო მასალების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად.
[email protected]