ხათუნა მურჯიკნელი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის კითხულობს მენეჯმენტის საფუძვლების კურსს. აქვს მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება ბიზნეს სექტორში. გავლილი აქვს „მოლაპარაკების ხელოვნების“ კურსი.
აკაკი მოსახლიშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და კითხულობს ეკონომიკის პრინციპების კურსს. აკადემიური საქმიანობის პარალელურად მას აქვს ადმინისტრაციულ პოზიციაზე და ანალიტიკოსად, აგრეთვე მთარგმნელად მუშაობის გამოცდილება. გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სემინარი და სწავლების თანამედროვე მეთოდები ეკონომიკაში. მისი …
მაია ნონიაშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს თხუთმეტ წელზე მეტი პრაქტიკული და აკადემიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს განათლებაში. ამჟამად გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მას განხორციელებული აქვს …
ოთარ ანთია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრისა (კონცენტრაციით ენერგო- მენეჯმენტი) და ნახშირბადის ფინანსების მაგისტრის ხარისხებს. ამავდროულად, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. ოთარ ანთიას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა …
შალვა შალაშვილი ფლობს ბიზნესისა და ეკონომიკის რაოდენობრივი მეთოდების მაგისტრის ხარისხს Universidad Carlos III de Madrid-დან. არის პროფესიონალი ინვესტიციების მართვის ინდუსტრიაში მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით პორტფელის მენეჯმენტის, რისკების მენეჯმენტისა და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით. ასევე ფლობს ACCA certificate in Business …
სოფიო უგრეხელიძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სტუდენტი. მას სამართლის მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს საქართველოში, ასევე პრაღის უნივერსიტეტში – Charles University in Prague. სოფიო უგრეხელიძე არის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო …
სოფიო ლითანიშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სტუდენტი. მისი სადოქტორო ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პერსპექტივებისა და გამოწვევების შეფასება, საჭიროებების ანალიზი. სოფიო ლითანიშვილი ასევე არის ჯანდაცვის …
ასოცირებული პროფესორი ნინო ჭედია არის ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford, Said Business School) მაგისტრი სტრატეგიული მართვის, ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის მიმართულებით. ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით, არის ბაკალავრი მარკეტინგში, ასევე ინფორმაციული სისტემებისა და ეკონომიკის მიმართულებით. სწავლობდა მართვას ცენტრალური …
ნინო უგრეხელიძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ – დოქტორანტი. ნინო უგრეხელიძე 10 წელზე მეტია, დასაქმებულია განათლების სფეროში, მათ შორის მუშაობდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში, …
ნინო თავბერიძე არის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი. ამჟამად სწავლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“. მის საკვლევ თემას წარმოადგენს „ადამიანური რესურსების მართვის პროცესების AI ტრანსფორმაცია საჯარო საქტორში“. ნინო თავბერიძე მუშაობს შემდეგ …