BTU აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს ვაკანსიას შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის პოზიციაზე:
- საბაკალავრო პროგრამა“ბიზნესის ადმინისტრირება – (მენეჯმენტი)”;
- სამაგისტრო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები”.
პროგრამის ხელმძღვანელის ძირითადი ამოცანაა ბტუ-ს საგანმანათლებლო საქმიანობის მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და განვითარების ხელშეწყობა შრომის და განათლების ბაზრის მოთხოვნებისა და ბტუ-ს მისიის, ხედვისა და სტრატეგიის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის გზით.
ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურებრივი კომპეტენციების შესაბამისად ბტუ-ს შეუფერხებელისაგანმანათლებლო საქმიანობისა და ბტუ-ში მოქმედი მარეგულირებელი დებულების/წესების შესრულების უზრუნველყოფა;
- პროგრამის განხორციელებისდა მისი სრულყოფის/მოდიფიცირების პროცესის კოორდინირება;
- პროგრამის განხორციელებაზე, განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესერსებით უზრუნველყოფაზე კონტროლი, დარღვევებზე დროულად რეაგირება;
- შესაბამისიდარგის ორგანიზაციებთან, დარგის სპეციალისტებთან, ანალოგიური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
- საუკეთესოპრაქტიკის, დარგში არსებულ სიახლეების, პოტენციურ დამსაქმებელთა და დარგის სპეციალისტთა მოსაზრებების, ჩატარებული გამოკითხვების შედეგების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციების შესწავლა და მათი გაცნობა პროგრამის განმახორციელებლებისთვის;
- პროგრამისსისტემატურ ანალიზი (არანაკლებ წელიწადში ერთხელ), პროგრამის/პროგრამის განხორციელების გაუმჯობესების მიმართულებების/გზების დადგენა, დასკვნების, რეკომენდაციების, სხვ შემუშავება. შეიძლება იყოს მოქმედი პროგრამის მოდიფიცირების ინიციატორი;
- პროგრამის შემუშავებაში/მოდიფიცირებაში და შეფასებაში მონაწილეობა, პროგრამისშეფასების, დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ფაკულტეტთან თანამშრომლობით ცვლილებების განხორციელება;
- პროგრამის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებების გატარება,პროგრამის შემუშავების/მოდიფიცირების პროცესის ორგანიზება, პროგრამის მოდიფიცირების /პროგრამაში ცვლილებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შექმნა და მათი საქმიანობის ხელმძღვანელობა, სამუშაო ჯგუფ(ებ)ის საქმიანობაზე და პროგრამის შინაარსზე პასუხისმგებლობა, პროგრამაში ცვლილებების/მოდიფიცირებული პროგრამის საბოლოო პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენა;
- სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერა;
- ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე და განხორციელებაზე კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებშიგანათლების აღიარების დასკვნის მომზადებაში, პროგრამის სტუდენტთა და განმახორციელებელთა ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადებების განხილვაში და პასუხის მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ბტუ ხარისხის შიდა და გარე შემოწმებისათვის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებშიკურიკულუმისგან დამოუკიდებელ საქმიანობაში პროგრამის სტუდენტთა ჩართულობის და კვლევითი/შემეცნებითი/პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება-სრულყოფის ხელშეწყობა;
- კომპეტენციისფარგლებში პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა, პროექტებში და კარიერული განვითარების სამსახურთან სტუდენტთა ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- სტუდენტებისადა სხვა დაინტერესებული პირებისთვის პროგრამის თავისებურებებთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა;
- ბტუ-ს ვებგვერდზე განსათავსებლად პროგრამის შესახებ ინფორმაციის დროულად მომზადება;
- ბტუ-ში ჩატარებულ ატესტაციებში/შეფასებებში მონაწილეობა;
- ფაკულტეტთან,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და ბტუ-ს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- იმ დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი, შემოწმება და შეთანხმება, რაზეც პასუხისმგებელია სამსახურებრივი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციით და გამომდინარეობს/დაკავშირებულია მის ძირითად ამოცანებთან და ფუნქციებთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი) ბიზნესის ადმინისტრირების (სასურველია – მენეჯმენტის) მიმართულებით;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის (პროგრამების შემუშავებაში, მოდიფიცირებაში, განხორციელებაში, შეფასებაში, სხვ. მონაწილეობა) არანაკლებ 02 წლის გამოცდილება;
- სამეცნიერო/პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება ვაკანსიის სფეროში;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებით/პუბლიკაციები ვაკანსიის სფეროს შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
- კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
- ინგლისური ენის ფლობა არანაკლებB2 დონეზე;
- კომპიუტერული უნარები (საოფისეკომპიუტერული პროგრამები, ვებ-ბრაუზერები).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ გამოცხადებული პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი.
გაცნობებთ, რომ შესარჩევი კონკურსი ითვალისწინებს: წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას და გასაუბრებას კონკურსანტთან, რომლის საბუთებით დადასტურდება საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობა.