• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

ახალი ამბები

BTU AI LAB გერმანული KnowledgeTools International GmbH-ისთვის AI გადაწყვეტილებას ქმნის

  • Categories ახალი ამბები
  • Date ნოემბერი 10, 2020

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გერმანულ კომპანია KnowledgeTools International GmbH-სა და Maxin AI-თან ერთად ქართული შრიფტისთვის სრულყოფილ OCR პროგრამის შექმნაზე მუშაობას იწყებს. 3 თვიანი პროექტი, რომლის შედეგადაც დასკანერებულ დოკუმენტებში შეცდომის გარეშე მოხდება ტექსტის წაკითხვა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI ლაბის დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.

პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, დაანონსებული ინიციატივა 5.0 ფარგლებში – Legal Tech–ის მიმართულების ერთ–ერთი ნაწილია, პროგრამას ექნება ღია წვდომა და მის გამოყენებას არა მხოლოდ სამართლის სფეროს წარმომადგენლები, არამედ ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

პროექტი გერმანული ტექნოლოგიური კომპანიის KnowledgeTools International GmbH-ის ინიციატივით ხორციელდება. კომპანია, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში Legal Tech–ის მიმართულებით ინოვაციური პროდუქტების დანერგვით, ამ სფეროს საქართველოში განვითარებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაინტერესდა. იმ რეპუტაციისა და გამოცდილების გამო, რომელიც BTU–ს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე აქვს, გერმანულმა კომპანიამ მთავარ ადგილობრივ პარტნიორად სწორედ ის შეარჩია.

„როდესაც გეძლევა შესაძლებლობა, ითანამშრომლო საქართველოში ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებასთან, ეს გიადვილებს საჭირო პროგრამული გადაწყვეტის უმოკლეს ვადაში მოძებნას. ჩვენთვის გადამწყვეტი იყო ტექსტის ამოცნობის ხარისხი. გარკვეულ შემთხვევებში ერთმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ხარვეზი, რომლის გამოც საერთოდ ვეღარ მოხდეს მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში დამუშავება. სწორედ ამიტომ გაკეთდა არჩევანი BTU–ზე და არა სხვა რომელიმე პარტნიორზე, რადგანაც ჩვენ ვიცოდით, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით წამყვან ქართველ სპეციალისტებს სწორედ აქ აქვთ თავი მოყრილი. თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება დასკანერებული ფორმით არსებულ გარკვეულ დოკუმენტებში ქართული ტექსტის ძებნა და ამოცნობა, რაც გამოყენებული იქნება Legal Tech–ის სფეროში. პირველ ეტაპზე იგეგმება საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცემული გარკვეული დოკუმენტების წაკითხვის უზრუნველყოფა, რაც გააუმჯობესებს პარლამენტის საქმიანობას და შესაძლებელს გახდის პროგრამა Logos-ის გამოყენებით საკანონმდებლო პროცესის დიგიტალიზაციასა და ავტომატიზაციას. საბოლოოდ დროისა და ენერგიის მნიშვნელოვანი დაზოგვა მოხდება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში იურისტები მოკლებული არიან ტექნოლოგიური მიღწევების საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ ამის შეცვლას ვაპირებთ. ამისთვის კი საჭიროა კვლევების ჩატარებაც. BTU-მ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა, რომლის შემდეგაც ზუსტად გვეცოდინება, რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ Legal Tech–ის განვითარება და მოსამართლეებსა თუ სხვა იურისტებსაც უფრო არგუმენტირებულად შევთავაზებთ ახალ პროდუქტებს, ნათლად დავანახებთ მათ საჭიროებებსა და შესაბამის გადაწყვეტებს,“ – განმარტავს KnowledgeTools International GmbH-ის სამართლის ინჟინერი ლადო სირდაძე.

პროგრამის ტექნიკურ მხარეზე კომპანია Maxin AI–მ უკვე დაიწყო მუშაობა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე იოსებ ხუციშვილი განმარტავს, ეს საქართველოსთვის მეტად ინოვაციური და ძალიან საჭირო პროექტია.

„ამ დროისთვის საქართველოში არ არსებობს ღია წვდომის პროგრამა, რომელიც ქართულ შრიფტს სრულყოფილად ამოიცნობს. ჩვენი კომპანია ბაზად აიღებს მსოფლიოს მოწინავე პროგრამას და მას ქართული ენის მხარდაჭერას დაამატებს. შემდეგ კი ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. პროგრამა ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროდუქტების განვითარებას. ტექნიკურად ეს ყველაფერი საკმაოდ რთული განსახორციელებელია, მარტივი სამუშაოების ჩატარება არ მოგვიწევს. საბოლოო შედეგის მისაღწევად 3 თვე დაგვჭირდება. თუმცა ჩვენი და BTU-ს თანამშრომლობა ამით არ სრულდება და სამომავლოდ თანამშრომლობისა და არაერთი კარგი პროექტის განხორციელების პერსპექტივას განვიხილავთ,“ – აცხადებს იოსებ ხუციშვილი.

მას შემდეგ, რაც ქართული შრიფტის ამოცნობის სრულყოფილი პროგრამა შეიქმნება, იურისტებს დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და ამ ყველაფრის სისტემაში ხელით შეყვანა აღარ მოუწევთ. შრიფტის ამოცნობის მეშვეობით პროგრამა დამოუკიდებლად წაიკითხავს დასკანერებულ დოკუმენტებს და გადაიტანს მონაცემებს სისტემაში. სამართლის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესში სწორედ მონაცემების შეყვანაა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხური. შემდეგ ეტაპზე კი სამართლის ინჟინრების მიერ შემუშავებული კოდით პროგრამის მიერ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში დამუშავება მოხდება.

 

  • Share:
magda

Previous post

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ნოემბერი 10, 2020

Next post

პრე-აქსელერატორის მენეჯერების ტრენინგი
ნოემბერი 11, 2020

You may also like

276122891_1582309852153280_4962124721928552073_n
ეკონომიკის ისტორია & პანდემიები, ომები და ფინანსური ბაზრები
1 ივლისი, 2022
Newsletter
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი | Newsletter 2022
30 ივნისი, 2022
ladosirdadze
BTU-ს ასოცირებული პროფესორის სწავლების მეთოდებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა
27 ივნისი, 2022

კომპანია HP Inc. 3 სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

VR გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის BTU-ს ახალ ტექლაბში

გაერო-ს AI-სა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყნებს ციფრული სტრატეგიის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს

BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19