ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ახალი პროგრამები დაინერგა
Apple-ის სასწავლო პროგრამის დანერგვა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ეტაპობრივად ხორციელდება. საქართველოში,სტუდენტების ინოვაციური პროგრამით სწავლისა და მასზე დაყრდნობით ციფრული პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ. მათვის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე Apple-ის ოფიციალური სასწავლო მასალები.
სასწავლო პროგრამა მოიცავს Apple-ის ყველა პროდუქტისთვის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სწავლებას, ახალი ციფრული პროდუქტების შემუშავებას, შექმნილი პროდუქტების App Store-ში განთავსებას და მის კომერციალიზაციას გლობალური მასშტაბით. Apple-ისთვის პროგრამული პროდუქტების შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.
5 ივნისს 20:30 სთზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Apple-ის მასშტაბური ღონისძიება ,,WWDC17’’-ს პირდაპირი ოფიციალური ჩართვა განხორციელდება, სადაც წამოდგენილი იქნება Apple-ის წლის სიახლეები და ახალი ინოვაციური პროდუქტები. ასევე გაიმართება ახალი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შემდეგ: