ტექნოლოგიის ტრანსფერი – გადამზადების კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
გამომგონებლებისთვის, მკვლევარებისთვის, მეცნიერებისთვის, ინოვაციებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ტექნოლოგიების ტრანსფერის სპეციალისტთა გადამზადების საერთაშორისო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
6 კვირიანი, სრულად დაფინანსებული კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების გადაცემის კომპლექსურ პროცესს, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და შეძლებენ საკუთარი იდეის კომერციალიზაციაზე მუშაობას.
სასწავლო პროგრამა შექმნილია აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით, NCURA-ს გლობალური ინიციატივების ხელმძღვანელის მიერ, ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის” (UCBP) ფარგლებში.