ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შიდა წვდომის ციფრული ბიბლიოთეკით. ციფრული ფონდით სარგებლობისთვის აუცილებელია ბტუ-ს კორპორატიული მეილით ვერიფიკაცია.
ფონდის შესაძლებლობები და რესურსები:
- უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დარგის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებულ რიდერებსა და სასწავლო მასალებს, რომლებიც სალექციო კურსით გათვალისწინებული ინფორმაციის ათვისებას უმარტივებს, მათ შორის არის BTU-ს აკადემიური პერსონალის მიერ შემუშავებული ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
- ციფრული ფონდის განუყოფელი ნაწილია BTU-ს ინოვაციური პროექტი „AI წიგნები“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებასა და გამოცემას გულისხმობს და უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო მიმართულებას მოიცავს.
- სასწავლო კურსების მიხედვით სტრუქტურირებული სასწავლო მასალები და ორიგინალი ციფრული სახელმძღვანელოები მაქსიმალურად ამარტივებს წვდომას საჭირო ლიტერატურაზე, რომლის მოძიებაც შესაძლებელია არა მხოლოდ ავტორისა და სათაურის, არამედ კონკრეტული სასწავლო კურსის დასახელებით.
- სტუდენტებს ციფრული ბიბლიოთეკიდან პირდაპირი და შეუფერხებელი წვდომა აქვთ წამყვან გლობალურ აკადემიურ პლატფორმებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე.
- ფონდში ინტეგრირებული AI Library Assistant და ინტელექტუალური ძიების სისტემები მომხმარებელს ეხმარება წამებში მოიძიოს სასურველი ინფორმაცია, დაამუშაოს დიდი მოცულობის ტექსტები და მიიღოს პერსონალიზებული რეკომენდაციები.
სასწავლო პროცესის მაქსიმალური ინდივიდუალიზაციისთვის, ეს მდიდარი ციფრული რესურსები აქტიურად გამოიყენება სტუდენტებისა და ლექტორების პერსონალური ციფრული ტყუპების (Digital Twins) მიერ სწავლის, კვლევისა და ახალი ცოდნის შექმნის ეფექტიანობის გასაზრდელად.