BTU-ს ბიბლიოთეკა უერთდება საერთაშორისო საგანმანათლებლო კამპანიას — Banned Books Week-ს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას, წიგნიერების ხელშეწყობასა და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.
Banned Books Week ყოველწლიურად აერთიანებს ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, ავტორებსა და მკითხველებს მთელი მსოფლიოდან. კამპანიის მთავარი მიზანია, ყურადღება გაამახვილოს იმ წიგნებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული მიზეზების გამო აიკრძალა ან შეიზღუდა.
BTU-ს ბიბლიოთეკა საქართველოში ამ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ყოველწლიურად მასპინძლობს თემატურ ღონისძიებებს, საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რომლებიც სტუდენტებს ლიტერატურული ცენზურის ისტორიას, გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლს აცნობს.
კვირეულის ფარგლებში BTU-ს სივრცეში ტარდება სხვადასხვა სახის აქტივობა, მათ შორის:
- აკრძალული წიგნების განხილვები ცნობილ ავტორებთან და სპიკერებთან ერთად
- თემატური გამოფენები და ღონისძიებები წიგნის მაღაზიებთან (მაგალითად, „პალიტრა L“-თან) პარტნიორობით
- საჯარო ლექციები მსოფლიოში სხვადასხვა დროს აკრძალული ლიტერატურის შესახებ