
ბავშვთა მეორე სტარტაპ სესია
უპრეცედენტო პროექტი საქართველოში:10-15 წლამდე ბავშვები სტარტაპ სესიას მართავენ და საკუთარ ინოვაციურ ბიზნეს იდეებს წარმოადგენენ.
სესიაზე 6 ჯგუფი მონაწილეობს, წარდგენილი იქნება შემდეგი სტარტაპები:
• ,,მეტრი’’ – უძრავი ქონების ღირებულების ონლაინ კალკულატორი;
• ,,CarCare’’ – SOS სიგნალი ავტომობილისთვის;
• ,,მიკრო ოფისი’’ – სმარტ ჯიხური ქუჩებში;
• ,,ფუდბოტი’’ – კალორიის კალკულატორი აპლიკაცია;
• ,,School Book’’ – სკოლის სახელმძღვანელოების ონლაინ პორტალი;
• ,,Serviceland’’ – მომსახურების გამწევი ფრილანსერების პორტალი.
მეორე სტარტაპ სესია დასკვნითია BTUKIDS-ის სკოლის პირველი ნაკადის მსმენელებისთვის. მათ გადაეცემათ სერტიფიკატები და ჯილდოები. ღონისძიებას დაესწრება ტექნოპარკის წარმომადგენელი, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება აქვს დამწყები ინოვატორი ბიზნესმენებისთვის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ჩატარების დროს 6 მაისი 13:00სთ.
BTUKIDS სკოლის მეორე ნაკადის მიღება დაიწყება 2017 წლის შემოდგომიდან. დეტალების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე.