ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები:
- მკითხველი ვალდებულია სამკითხველო დარბაზში დაიცვას წესრიგი, ქცევის და ჰიგიენური წესები
- მასალის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად საცავში განთავსება (მასალა უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს)
- მასალის გამოყენების შემდეგ ბიბლიოთეკის სამუშაო დროის დასრულებამდე, იგი უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს (გამონაკლისია მხოლოდ მკითხველზე გარკვეული დროით გაცემული ლიტერატურა)
- წიგნების ადგილზე სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც დარჩება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო რესურსის ადგილზე სარგებლობის დროის გასვლამდე
- ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად მკითხველმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს
აკრძალულია:
- ხმამაღალი საუბარი და სხვა სახის ხმაური
- მობილური ტელეფონის გამოყენება
- სამკითხველო დარბაზში ზედმეტი გადაადგილება
- წიგნსაცავში შესვლა და/ან მასალის გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნებართვის გარეშე
- საკვების შეტანა (ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი)
- ნაბეჭდი მასალების დამალვა, მოპარვა, დაზიანება ან არასათანადო მოპყრობა
- ისეთი ნივთების შემოტანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ბიბლიოთეკის ფონდი ან მატერიალური რესურსი, ან ხელი შეუშალოს სხვა მომხმარებლებს
დამატებითი პირობები
სამკითხველო დარბაზში ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, ბიბლიოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს დარბაზის დატოვება.
აღნიშნული წესების შეუსრულებლობა შეიძლება გამოიწვიოს ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება.